#საზოგადოება

GLC HUB: მრავალპროფილური საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც უნდა გაიცნოთ

გაზიარება:

სექტემბრის დადგომა ერთ რამის მაუწყებელია: გიჟური და საოცრად სასიამოვნო ზაფხულის შემდეგ, ახალი წამოწყებებისა და საზრიანი გადაწყვეტილებების მიღების თვე იწყება. დღეებით, ზოგჯერ კვირებით ადრეც კი ვიწყებთ იმაზე ზრუნვას, თუ რამდენად გავიზრდებით პიროვნულად და პროფესიულად შემოდგომის პირველი თვის დადგომისთანავე. თუ ახალი პროფესიის დაუფლება ან სულაც უცხო ენის ცოდნის გაღრმავება თქვენს უახლოეს სამომავლო გეგმებშია, მაშინ სიამოვნებით გაგაცნობთ მრავალპროფილურ საგანმანათლებლო ჰაბს GLC-ის, რომელშიც შესაძლოა თქვენთვის საჭირო კურსი აღმოაჩინოთ.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენი რჩეული ინგლისური ენის ონლაინ კურსია, რომელიც საშუალებას მოგცემთ საშინაო დავალებებისა და სახელმძღვანელოების გარეშე, დაიწყოთ სწავლა ნულიდან და სულ რაღაც 5 თვეში B1 დონის მფლობელი გახდეთ. ის რაც ერთი შეხედვით მართლაც რომ წარმოუდგენლად ჟღერს, საოცრად მიზანდასახული და შრომისმოყვარე ჯეირან (ჯეი) ოქროპირიძის დამსახურებით შესაძლებელი გახდა.

დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, ჯეიმ 1 წელი მოანდომა იმ მეთოდის შემუშავებას, რომლითაც დღეს GLC-ში ინგლისური ენა ისწავლება. საგანმანათლებლო ჰაბში ენის კურსის გავლა ქართველ და ბრიტანელ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ინტენსიურ ონლაინ შეხვედრებს მოიაზრებს, ფილმების, სატელევიზიო სერიალების და სხვადასხვა ვიდეოების ყურება, ასევე აუდიოჩანაწერების მოსმენა კურსის ძირითად ნაწილს წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც უმჯობესდება როგორც საუბრის, ასევე მოსმენის უნარები.

საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით იმასაც, რომ ინგლისური ენის კურსის გავლის პარალელურად თქვენ მოისმენთ სამოტივაციო გაკვეთილებს, იხილავთ ინფორმაციულ პრეზენტაციებს და გახდებით დისკუსიის მონაწილე ყველაზე აქტუალური თემების შესახებ. ეს ყველაფერი კი ინგლისური ენის ლექსიკის და სასაუბრო დონის გასაუმჯობესებლად მოხდება.

მრავალპროფილურ საგანმანათლებლო ჰაბი ასევე აერთიანებს საოფისე პროგრამების, კომპიუტერული პროგრამების, HR-ის და სხვა საგანმანათლებლო კურსებს, რომლებიც ყველაზე თანამედროვე და საჭირო უნარების შეძენაში დაგეხმარებიან.

ზევით