თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი გერმანელი არტისტი ბორის ბრეჟა საქართველოს ესტუმრება. 27 მაისს Warehouse 2/მე2 პავილიონში, MONUMENT დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავალს გვპირდება. ბილეთების გაყიდვებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი, გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში.
ბორის ბრეჟას ამ მომენტისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს შექმნილი. მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი მუსიკალური სტილის High-Tech Minimal-ის გარდა, რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს, არტისტის გამორჩეულობას ასევე ხაზს უსვამს ბრაზილიური კარნავალის სტილში შექმნილი ჯოკრის ნიღაბი, რომელსაც არტისტი მუდმივად იყენებს ლაივ აქტების დროს.
27 მაისს, Warehouse 2/მე2 პავილიონში საშუალება მოგეცემათ მოუსმინოთ ბორის ბრეჟას ლეიბლის Fckng Serious-ის ერთ-ერთ წევრს Ann Clue-ს. მუსიკოსს წარმატება ნამუშევარმა სახელწოდებით Trip მოუტანა რაც ერთგვარი კარიერული ტრამპლინიც აღმოჩნდა არტისტისთვის. Ann Clue-მ, ბოლო 3 წელიწადში, მსოფლიოს 35 ქვეყანაში, ყველაზე მასშტაბურ ფესტივალებზე (Awakenings, EDC Las Vegas, Exit Festival, Time WARP, Sonus და OFF Sonar) დაუკრა.
ბორის ბრეჟასთან და Ann Clue-სთან ერთად, 27 მაისს პავილიონის სცენას ქართველი არტისტებიც გაიზიარებენ, ამ დღეს საშუალება მოგეცემათ მოუსმინოთ Endorphins-სა და Ucha-ს.
Endorphins ქართველი არტისტების - გიორგი ლოხიშვილისა და გიორგი კახიძის სასცენო სახელია, რომლებიც ქართული ელექტრონული მუსიკის სცენას 2015 წლიდან შემოუერთდა. 7 წლის მანძილზე მათ მოახერხეს და ისეთი არტისტების გვერდით დაუკრეს, როგორიც არის: mano le tough, boris breja, matthias mayer, worakls და ასევე თავი დაამახსოვრეს ფართო აუდიტორიას ფესტივალებზე: Echowaves და Summer set.
რაც შეეხება UCHA-ს, ის ქართველი არტისტის უჩა ღვინეფაძის მიერ 2015 წელს დაფუძნებული პროექტია, რომელიც დღემდე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან არტისტებთან და მუსიკალურ ლეიბლებთან. 2019 წელს, მისი სადებიუტო ალბომი Deepalma Records-ზე გამოიცა. UCHA-ს მუსიკამ მხარდაჭერა მოიპოვა ისეთი არტისტებისგან, როგორიც არის: Claptone, Black Coffee, Nora N Pure, Roger Sanchez, Umek, Gregor Salto, Jay Lumen, Carl Cox, DJ Rush,Klangkarussell, Vintage Culture და სხვები.
ჯულია რობერტსის შემდეგ, ეკრანებს კამერონ დიასიც უბრუნდება და უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რომანტიკული კომედიებისთვის რენესანსის ეპოქა დადგა. 4 წლიანი პაუზის შემდეგ, კამერონი Netflix-ის ახალ ფილმ Back in Action-ში მიიღებს მონაწილეობას. ფილმში აგრეთვე ვიხილავთ ჯეიმი ფოქსსაც, რაც კი იმას ნიშნავს, რომ მსახიობები 1999 წლის შემდეგ (Any Given Sunday) პირველად გაერთიანდებიან.
ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანული წყვილი ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით ბოლოს დიდ ეკრანზე ვიხილეთ, საბედნიეროდ, წელს მსახიობები ახალი რომანტიკული კომედიით გვიბრუნდებიან და ფილმის ტრეილერი, რომელიც სულ რადენიმე საათის წინ გავრცელდა უბრალოდ საოცარია.
რაგბის მოყვარულებს წინ ცხელი ზაფხულით ელოდებათ, ბათუმსა და ქუთაისში ივლისის თვეში დიდი მატჩებია დაგეგმილი არგენტინასთან, იტალიასა და პორტუგალიასთან. 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, ბორჯღალოსნებისთვის სამივე თამაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა იტალიასთან ჯახი გამორჩეულია, როგორც მორაგბეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის.