#კინო

Euphoria-ს მე-3 სეზონს, „იდეალურ შემთხვევაში“, 2025 წელს ვიხილავთ

გაზიარება:

HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თინეიჯერული დრამა Euphoria, რომლის რეჟისორად სემ ლევინსონი გვევლინება, ახალი მე-3 სეზონით გაგრძელდება, თუმცა მისი პრემიერა არა თუ მომავალ, არამედ 2025 წლამდე არ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს Euphoria-ს გამოსვლის მიახლოებითი წელი, სატელევიზიო შოუს ახალი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. 

სემ ლევინსონი, ამჟამად The Weeknd-ისა და ლილი როუზ დეპის მონაწილეობით გადაღებულ შოუზე The Idol-ზეა ფოკუსირებული და მიუხედავად იმისა, რომ თვეების წინ, Collider იტყობინებოდა, რომ Euphoria-ზე მუშაობის პროცესი განახლდა, HBO-ს დრამის ხელმძღვანელმა ფრანჩესკა ორსიმ Deadline-ს განუცხადა, რომ სერიალი მინიმუმ ორი წელი ეკრანებს არ დაუბრუნდება.

„ეიფორია ერთ-ერთია იმ პროდუქტთაგან, რომლის წერაც Idol-ზე პოსტ-პროდუქციასთან ერთად დავიწყეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სცენარი“, - განუცხადა ორსიმ გამოცემას. „ჩვენ ვერ დავიწყებთ გადაღებას, ამიტომ ამ შოუს მიწოდება - იდეალურ შემთხვევაში, 2025 წელს - განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როდის შევძლებთ სემთან (ლევინსონი) დაბრუნებას, რომელიც ამ მომენტში, Idol-ზე მუშაობითაა დაკავებული“.

შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ შოუს ყველაზე დიდი ვარსკვლავები - მათ შორის ზენდაია, ჰანთერ შაფერი, ალექსა დემი, სიდნეი სუინი, ჯეიკობ ელორდი, მაუდ აპატოუ და შტორმ რეიდი თავიანთ პერსონაჟებს ახალ სეზონში დაუბრუნდებიან. თუმცა მაყურებელს კეტის როლის შემსრულებელთან, ბარბი ფერეირასთან მოუწევს განშორება, რომელმაც შოუს დატოვების შესახებ განცხადება Instagram-ის მეშვეობით გაავრცელა.

HBO-ს ეთერში 2019 წელს გასული სატელევიზიო შოუ თინეიჯერების ცხოვრების, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის ბულინგის, საკუთარი თავის დამკვიდრებისა თუ სხვა არა ერთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ, გამოსვლიდან მალევე იქცა სენსაციად, სერიალის მე-2 სეზონმა კი HBO და HBO Max-ის 14 მილიონი მაყურებელი შეაგროვა.

ზევით