Disney-მ „მარტო სახლშის“ ახალი ვერსიის ტრელერი გაგვიზიარა

ახალი წლის დადგომამდე 79 დღე დადგა, გარეთ +20 გრადუსია და მზეც უხვად ანათებს, თუმცა ახალი საშობაო ფილმის გამოჩენით მაინც აღფრთოვანებულები ვართ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს ფილმი ყველასათვის საყვარელი „მარტო სახლშის“ რებუთია.

Disney-იმ რამდენიმე საათის წინ Home Sweet Home Alone-ის პირველი ტრეილერი გაგვიზიარა და მან უკვე მოახერხა მილიონზე მეტი ნახვის დაგროვება. თუმცა, გამოხმაურება ერთმნიშვნელოვნად დადებითი როდია, „მარტო სახლშის“ ახალი ვერსიის თრეილერის ხილვამ ავტომატურად გააჩინა კითხვა - იყო კი ამ საკულტო ფილმის რებუთის გადაღების აუცილებლობა?

მოდით ვაღიაროთ, რომ ორიგინალი „მარტო სახლში“ საახალწლო და საშობაო კინოკლასიკას წარმოადგენს, ჩვენი ბავშვობის საყვარელი გასართობი და ფილმი, რომელიც ჩვენს გულებში საპატიო ადგილს ყოველთვის დაიკავებს. მიუხედავად ამისა, მზად ვართ Disney-ის ახალ ეკრანიზაციას შანსი მივცეთ და დამსახურებულად შევიყვაროთ კიდეც.

საახალწლო ისტორია მეორდება, პატარა კევინი ქაოსური, მრავალშვილიანი ოჯახის შვილია, რომლის მშობლები მის და-ძმასთან ერთად საახალწლო შვებულების გასატარებლად ტოკიოში მიემგზავრებიან. სიუჟეტის მთავარი შტრიხები ორიგინალის იდენტურია, ბიჭი რომელიც სახლში მარტო რჩება და თავს ყველაზე გიჟური ბავშვური იდეების განხორციელების უფლებას აძლევს. მძარცველები, რომლებსაც სახლში შეპარვას ლამობენ, თუმცა ძარცვა გეგმის მიხედვით სულაც არ ვითარდება და სასაცილო და მხიარული მომენტი, რომელიც მათ ელით წინ.

ზევით