#ფოტოამბავი

დავით გიორგაძე - ქართველი მოდის ფოტოგრაფის ვარსკვლავური პორტფოლიო

გაზიარება:

ქართველი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ახალგაზრდა შემოქმედების სიაში ორგზის დასახელებული დავით გიორგაძე 2014 წლიდან ბერლინში მოღვაწეობს. დავითის შემოქმედებით პორტფოლიოს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა ამშვენებს, როგორებიცაა Burberry, Loewe, Mugler, Saint Laurent, Versace, ახალგაზრდა ფოტოგრაფის ფოტოები ხვდება დასავლური მედიის წამყვან გამოცემებში მათ შორის Vogue-ში, CR-ში, Dazed-სა თუ Hero-ში.

დავით გიორგაძეს ნამუშევრები ადამიანის ბუნებისა და ინდივიდუალიზმის შესწავლას ეფუძნება, ფოტოების გადაღებამდე ხელოვანი იკვლევს მათ კულტურასა და პიროვნულ შტრიხებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადააქვს კადრი ფოტოაპარატის ობიექტივში და ასახავს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბელა ჰადიდი, ტიმოთი შალამე, The Weekend, სინტია ნიქსონი თუ გვენდოლინ კრისტი არიან.

მიხარია იმას რომ ვაკეთებ რაც მიყვარს, ეს არის წარმატება და არა ის რაც გამიკეთებია - დავით გიორგაძე

დღეს, 22 ივლისს, არაორდინალური ხედვის, გემოვნებისა და ესთეტიკის მქონე ქართველი ხელოვანის დაბადების დღეა, შემოქმედის, რომლის თამასას საქართველოს საზღვრებს გარეთ ჯერ ვერცერთი მოდის ფოტოგრაფი ვერ დებს, ადამიანის, რომელიც საქმეში ყოველთვის მაქსიმუმს დებს და სწორედ ამით ბედნიერდება. 

ზევით