#კინო

CRISTÓBAL BALENCIAGA: სერიალი, რომელიც ლეგენდარული დიზაინერის პარიზში დაფუძნების ისტორიას გვიამბობს

გაზიარება:

ლეგენდარული მოდის დიზაინერების ცხოვრება, ყოველთვის საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის. ამაში Netflix-ის Halston-მა და FX-ის The Assassination of Gianni Versace-მ დაგვარწმუნეს. და სანამ Apple TV+ კოკო შანელისა და კრისტიან დიორის შესახებ იღებს შოუებს, Disney+ საკუთარ თავზე კრისტოფერ ბალენსიაგას შესახებ გადაწყვიტა ისტორიის მოყოლა. 

2024 წლის 19 იანვარს Disney+-ზე ესპანური სცენარის პრემიერაა ჩანიშნული. კრისტოფერ ბალენსიაგას როლში ესპანელი ვარსკვლავი ალბერტო სან ხუანი გვევლინება, რომელსაც მოდის რევოლუციონერი დიზაინერის ეკრანებზე გაცოხლება დაევალა. კრისტოფერ ბალენსიაგას ისტორია, დიდებამდე ბევრი წლით ადრე, იწყება, ბასკეთის ქალაქ გეტარიაში. მეთევზის ოჯახში დაბადებულ ბიჭს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია იმისათვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული კუტურიერი გამხდარიყო.

თუმცა როგორც ცნობილია, რომ შოუ, კრისტოფერ ბალენსიაგას ცხოვრებისა და კარიერის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდზე იქნება ფოკუსირებული, იმ დროზე, როდესაც არისტოკრატებისა და სამშობლოში, სამეფო კარზე მოპოვებული აღიარების შემდეგ, დიზაინერი პარიზში გადადის საცხოვრებლად და რადიკალური, სკულპტურული სილუეტებით ექსპერიმენტირებას იწყებს.

შოუს სინოფსისში ვკითხულობთ: „Cristóbal Balenciaga 1937 წელს, პარიზში წარმოდგენილი პირველი მაღალი მოდის კოლექციით იწყება. კრისტოფერ ბალენსიაგამ უკან მოიტოვა წარმატებული კარიერა მადრიდსა და სან სებასტიანის ატელიეებში. თუმცა, დიზაინები, რომლებიც ესპანეთში ტენდენციას ქმნიდნენ, არ ერგება იმ დახვეწილ მოდურ იმპერიას, რომელსაც პარიზი ეწოდება, სადაც სადაც შანელი, დიორი და ჟივანში მაღალი მოდის ეტალონებად არიან აღიარებული. საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლით შეპყრობილი ბალენსიაგა განსაზღვრავს საკუთარ სტილს და საბოლოოდ გახდება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი".

Cristóbal Balenciaga-ს ოფიციალური ტრეილერით ტკბობა უკვე შესაძლებელია მაყურებლისთვის:

 

ზევით