#კულტურა

Bouffants & Broken hearts

გაზიარება:

ინდური წარმოშობის კანადელი პოეტის, რუპი კაურის შემოქმედებას თვალს თუ კი ადევნებთ, დამეთანხმებით, რომ ყოველი მისი ნაწარმოები ქალების გაძლიერების ერთგვარი ჰიმნია. ბოლო ლექსში, კი რომელიც პოეტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ყურადღება მიიქცია იმით, რომ რუპი ხაზს უსვამს, თუ კი ერთ ოთახში ბევრი შემდგარი და წარმატებული ქალი იქნება, ეს იმას ნიშნავს რომ ოთახს გარეთ უფრო მეტს მიეცემა ამის შანსი. და თუ კი თქვენს სივრცეში, ქალი წარმატებას აღწევა, ნუ შეგშურდებათ, მამაკაცები ძლიერები არიან იმითაც, რომ, შეხედეთ, ოთახი სავსეა მამაკაცებით. არა, დღეს რუპიზე არ ვისაუბრებ, ეს გასაოცარი გოგო შაბათ დილით დაწერილ ერთ პატარა სტატიაზე მეტს იმსახურებს. დღეს მინდა გაგაცნოთ, ფილიპინელი მხატვარი, რომელიც გასაოცრად ფერად, პოპ-არტის სტილში შესრულებულ ილუსტრაციებს გვთავაზობს.

გაინტერესებთ რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება? ალბათ იმიტომ, რომ მისი ნახატები განსაკუთრებულ სიძლიერეს გადმოსცემენ, და კიდევ სილაღეს და ბევრ სიფერადეს. კიდევ იმიტომ რომ, როგორც არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს თავად, დიდი ხანი ეძია თავი, დიდხანს იმუშავა რითეილში (უბედურად) და ბოლოს, როგორც იქნა გაბედა და სრულად გადაერთო საყვარელ საქმეზე და დღეს, მისი ესკიზებით იხატება კედები, ბალიშები, საბნები, სამოსი და კიდევ ვინ ჩამოთვლის, რას... კოლაბორაციები კი ისეთ ბრენდებთან აქვს, როგორიცაა Nike, Sephora, Estee Lauder, Bobbi Brown და სხვა. 

ფილიპინელი მხატვარ-გრაფიკოსი კენდრა დენდი ცნობილია განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით ფლორა და ფაუნისადმი, სწორედ ეგზოტიკური ბუნებიდან იღებს არტისტი ინსპირაციას.

კენდრას დიზაინი გამორჩეულია ინდივიდუალობით, სიხალისითა და #womenpower-ის ძლიერი გავლენით.

 

ისიამოვნეთ კენდრა დენდის, ბრენდ Bouffants & Broken hearts შემქმნელის ნამუშევრებით:

ზევით