#კინო

ბაიკო კოროხაშვილის „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული სადებიუტო როლის შესახებ გვიამბობს

გაზიარება:

პოპულარული ქართული ტელესერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“, ტელეეკრანებზე დაბრუნებას სამსახიობო გუნდში ახალი სახეების გამოჩენა მოჰყვა. ცოტნე ცოტაშვილის ყოფილ მეუღლეს - ექსცენტრიულ თიკას ჩცდ-ს პირველივე სერიებისთანავე ექმნება პრობლემები, როდესაც ფსიქოლოგი ტკბილეულის მაღაზიაში ქეთო თოფურიძესა და ბაიკო კოროხაშვილს (სოციალურ ქსელებში ცნობილს, როგორც ბაიკო ვიკაშენკოს) უპირისპირდება.

ქეთო თოფურიძეს ქართველი საზოგადოება ტელეეკრანებიდან უკვე იცნობს, ბაიკო კოროხაშვილისთვის კი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლი სადებიუტო აღმოჩნდა.

მოგვიყევით, როგორ მოხვდით ჩემი ცოლის დაქალებში?

საკმაოდ ბანალურად განვითარდა მოვლენები, მე და ქეთო თოფურიძე, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო როლზე, ვიმყოფებოდით დუბაიში. დიალოგში გაირკვა, რომ მისი პერსონაჟისთვის ეძებდნენ სერიალში დაქალს ჩვენც შევთავაზეთ ჩემი კანდიდატურა, გავგზავნეთ ფოტოები, გავიარე ქასთინგი და დამამტკიცეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by baaiiia (@baaiiiiiii)

როგორ გაართვი თავი ამ რთულ გამოწვევას?

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არანაირი გამოცდილება არ მქონდა გადასაღებ მოედანზე და შინაგანად ძალიან დაძაბული ვიყავი, შევეცადე მომეკრიბა ყველა მიწიერი და ზეციური ძალები და ბოლომდე მიმეყვანა საკუთარ თავზე დაკისრებული გამოწვევა.

დიდი მადლობა მთელ გადამღებ გუნდს, რომლებიც მიქმნიდნენ შესაბამის განწყობას

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by baaiiia (@baaiiiiiii)

საიდან აიღეთ შთაგონება როლის შესასრულებლად?

მართალია მსახიობი არ ვარ პროფესიით, მაგრამ ჩემი პატარა მიკრო თეატრი მაქვს ჩემს ინსტაგრამ გვერდზე, საიდანაც ვახერხებდი ჩემი ხასიათისა და განწყობის ვიდეოებით გადმოცემას. ამან გარკვეულწილად მომცა სითამამე, თუმცა ამავდროულად მზად ვიყავი კრიტიკის ქარცეცხლშიც გასატარებლად.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by baaiiia (@baaiiiiiii)

როგორია ბაიკო კოროხაშვილი რეალურ ცხოვრებაში?

იმ ნაწილი პროექტების უკან, რაც შეიძლება ამოიკითხონ და გარკვეულწილად შეხედულებები დარჩეს საზოგადოებას ჩემი ინსტაგრამიდან, ვარ აბსოლუტურად სხვა რეალობაში, რომლის გასაჯაროებაც არასდროს არ მსურდა. ერთადერთი რაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ დედა, ამ სიტყვის სრული არსით და მხოლოდ შემდგომ სხვა დანარჩენი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by baaiiia (@baaiiiiiii)

მოგვიყევით, როგორია თქვენი ერთი დღე...

ჩემი დილა იწყება და მთავრდება შვილებით, შუალედში გადარბენით და ლიმიტირებული დროით ვახერხებ თავის მოვლას, სპორტს, საქმეებს და მეგობრების ნახვას.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by baaiiia (@baaiiiiiii)

წინ დიდი გეგმები და მიზნები მაქვს სრულიად სხვა სფეროში.

ზევით