#კინო

ახალი ფილმები და სატელევიზიო შოუები - ყველაფერი, რასაც ივნისში ველოდებით

გაზიარება:

ფსიქოლოგიური თრილერებიდან რომანტიკულ კომედიებამდე, დღეს მოგიყვებით 2023 წლის ახალ ფილმებსა და სერიალებზე, რომლებსაც თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ველოდებით.

The Idol 

პრემიერის თარიღი: 4 ივნისი

სემ ლევინსონისა და The Weeknd-ის მიერ შექმნილი The Idol გვიამბობს მებრძოლი პოპ ვარსკვლავის (ლილი-როუზ დეპი) ცხოვრების შესახებ, რომელიც გურუს/ღამის კლუბის მფლობელის გავლენის ქვეშ ექცევა. The Idol-ის პირველი ორი ეპიზოდის პრემიერა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე შედგა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ის ხელმისაწვდომი 4 ივნისიდან იქნება.

Based on a True Story

პრემიერის თარიღი: 8 ივნისი

Based on a True Story-ი Peacock-ის ახალი კომედია-თრილერი სერიალია. დაქორწინებული წყვილი, რომელსაც კეილი კუოკო და კრის მესინა განასახიერებენ, აცნობიერებენ, რომ მათ ცხოვრება ხელიდან გამოეცალათ, თუმცა მათ კიდევ ეძლებათ შანსი ყველაფერი გამოასწორონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა საკმაოდ სახიფათოა, ისინი მაინც მიდიან ამ რისკზე.

Strays

პრემიერის თარიღი: 9 ივნისი

ვიცით, არაფერია ძაღლებზე გადაღებულ ფილმებზე გულისამაჩუყებელი, მაგრამ ადამიანის საუკეთესო მეგობარზე გადაღებული კიდევ ერთი ეკრანიზაცია უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც პატრონისგან მიტოვებული მუტის ისტორიას გვიამბობს, რომელიც თავის ადამიანზე შურისძიებას გადაწყვეტს.

The Crowded Room

პრემიერის თარიღი: 9 ივნისი

ტომ ჰოლანდი, ემი როსუმი და ამანდა სეიფრიდი ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში The Crowded Room-ში მონაწილეობენ. დენი სალივანს (ტომ ჰოლანდი) ახლახან დაუსვეს იდენტობის დისოციაციური აშლილობის დიაგნოზი და, რადგან ფსიქიკური დაავადების გარშემო ასეთი სტიგმა არსებობს, ადამიანები ავტომატურად თვლიან, რომ ის პრობლემაა. დენის აპატიმრებენ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ნიჭიერი დეტექტივი კი აპირებს გამოიძიოს საქმე და იპოვოს რეალური დამნაშავე სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.  

Extraction 2

პრემიერის თარიღი: 16 ივნისი

ფილმი, რომლის გამოსვლასაც ქართველი საზოგადოება ელოდება Extraction 2 გახლავთ, მთავარ როლში კრის ჰემსვორთის, მეორეხარისხოვან როლებში კი ქართველი მსახიობების დიდი შემადგენლობის მონაწილეობით. ფილმის პრემიერა Netflix-ზე 16 ივნისაა ჩანიშნული.

No Hard Feelings

პრემიერის თარიღი: 23 ივნისი

ამ კომედიურ-დრამაზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მხიარულია მისი თრეილერი და რამდენად სასაცილოდ ჯღერს სიუჟეტი, მაშინ წინ ნამდვილად სასიამოვნო და საკმაოდ მხიარული სეანსი გველოდება.

Asteroid City

პრემიერის თარიღი: 23 ივნისი

მთავარ როლებში ტომ ჰენკსის, მარგო რობის, სკარლეტ იოჰანსონისა და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით, ვეს ანდერსონის უახლესი ეკრანიზაცია მზის შუქს სულ მალე იხილავს. გამოგონილ ქალაქში მიმდინარე მოვლენები, ადრესონისეული ფერებითა და სიუჟეტური ნიუანსებით, ნამდვილად არის ფილმი, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით.

Indiana Jones And The Dial Of Destiny

პრემიერის თარიღი: 30 ივნისი

ყველასათვის საყვარელი არქეოლოგი ინდიანა ჯონსი (ჰარისონ ფორდი) კიდევ ერთხელ ბრუნდება, ამჯერად, ნათლულთან ერთად (ფიბი უოლერ-ბრიჯი). ჯონსი მიემგზავრება ახალ თავგადასავალში, რათა იპოვოს ციფერბლატი, რომელსაც აქვს ძალა შეცვალოს მსოფლიო ისტორია. მოგზაურობის დროს ის ხვდება იურგენ ვოლერს, ყოფილ ნაცისტს, რომელიც მუშაობს NASA-ში, რომელიც ასევე ეძებს ციფერბლატს.

ზევით