#მუსიკა

ახალი წლის ღამეს დისკოს ჯადოსნურ დღესასწაულზე რას იტყვით?

გაზიარება:

უკვე დაგეგმეთ, 31 დეკემბრის ღამეს სად გაატარებთ? ისინი, ვისთვისაც ახალი წლის ღამე მომავალი 12 თვის განწყობის განმსაზღვრელია, 31 დეკემბერს ყოველთვის დიდი მონდომებით გეგმავენ. და რადგან ამ ჯადოსნურ დღემდე მხოლოდ 16 დღე გვაშორებს, დისკოს დღესასწაულს დაგინანონსებთ, რომელიც ახალი წლისთვის შესაფერის მხიარულებას გვპირდება.

Axis Towers-ში 31 დეკემბრის ღამეს დისკოს დღესასწაული დაგხვდებათ. საახალწლო დეკორაციებით და ზღაპრული გარემოთი დაწყებული, განწყობის შემქმნელი სიმღერებით დამთავრებული, Falestra-ს მიერ ორგანიზებული საღამო ერთ-ერთი must visit ღონისძიება იქნება. 

როგორც ღონისძიების აღწერაში ვეცნობით, დისკოს ჯადოსნური დღესასწაულის ნამდვილ სიმდიდრეს მისი მუსიკალური პროგრამა წარმოადგენს. რომელი მუსიკალური ბენდი ასოცირდება ერთდროულად დისკოსთან და ახალ წელთან? დაგვეთანხმებით, რომ ABBA ამ საქმეში უკონკურენტოა. სწორედ ამიტომ მიანდეს ორგანიზატორებმა პოპ მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ჯგუფს სადღესასწაულო განწყობის შემოტანა. 31 დეკემბრის ღამე  ABBA-ს უკვდავი Dancing Queen-ით, Happy New Year-ითა და Money Money Money-ით დაიწყება.  

თუმცა, Falestra-ს დიდი დღესასწაული მხოლოდ ABBA Mania-თი არ სრულდება. ამ მნიშვნელოვან ღამეს, სტუმრების განწყობის შექმნაზე პასუხისმგებლობას ფრანგი დრამერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი Cerrone გადაიბარებს. მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით და ისეთი ცნობილი ჰიტებით, როგორცაა Supernature, You are the one და Give me love, არტისტი სტუმრებისთვის დაუვიწყარი წუთების შექმნაზე იზრუნებს.

ღამის მთავარ აკორდებს კი House მუსიკის განსაკუთრებული შემსრულებელი, ფრანგი Dj - Chinau აიღებს. 

შეხვდით მაგიურ ახალ წელს საუკეთესო გარემოში, სადაც მუსიკა და გაზიარებული დადებითი ემოციები საახალწლო ფილმის გმირად გაგრძნობინებთ თავს. Falestra-ს ღონისძიების ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ზევით