#მოდა #MBFW TBILISI

AKA NANITA FW 2021: ქალური სილამაზის, სინაზისა და ძლიერების ტანდემი #MBFW

გაზიარება:

მერსედეს-ბენც ციფრული მოდის კვირეულის უკანასკნელი დღეც მოახლოვდა, დღის განრიგში ოთხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინერი იყო წარმოდგენილი, სწორედ ამიტომ ამ ჩვენებების ხილვის მოლოდინი თავიდანვე მაღალი იყო. დღევანდელი ციფრული ჩვენებების გახსნის პატივი აკა ნანიტაშვილის ბრენდ AKA NANITA-ერგო.

AKA NANITA

AKA NANITA-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გვთავაზობს ახალ რეალობას, რომელშიც ქალს ინდივიდუალურობისა და შინაგანი ემოციის სწორად გადმოცემის საშუალება მიეცემა.

AKA NANITA

AKA NANITA-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შთაგონების წყარო, მე-20 საუკუნის მხატვრობა და ქალურობის სწორი ხაზგასმა გახდა. აკა ნანიტაშვილმა მსოფლიო პანდემიის გამოწვევებს პასუხი ახალ კოლექციაში გამოყენებული ქსოვილებით, სილუეტებითა და ფერებით გასცა.

AKA NANITA

კოლექციის თითოეული ნიმუში ორიენტირებულია ქალური სილამაზის, სინაზისა და იმავდროულად სიძლიერის ჩვენებაზე, ხელისშემშლელი ფაქტორებისა და გარემოებების მიუხედავად.

AKA NANITA

აკა ნანიტაშვილის ციფრულ ჩვენებაში საპატიო ადგილს იკავებს ზოლიანი პრინტი, რომელიც მისი კოლექციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, ის თითქმის ყველგან გვხვდება, მათ შორის ასიმეტრიულ კაბებში, ორნაწილიან სამოსსა თუ კორსეტის სტილის ზედებში. AKA NANITA-ს კოლექციაში, აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ თავისუფალი სტილის ჯინსის შარვლები და ზედატანები, ფემინური კაბები და ორმაგი მოსაცმელები.

ზევით