#ლიტერატურა

7 წიგნი, რომლის შეძენასაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გირჩევთ

გაზიარება:

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის. 2022 წლის ფოკუს ქვეყანა თურქეთი გახლავთ, დღეს წარმოგიდგენთ 7 წიგნს, რომლისთვისაც წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ვესტუმრებით და თქვენს სიამოვნებით გაგიწევთ რეკომენდაციას.

1. გამქრალი ხეების კუნძული

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს თურქეთია, სწორედ ამიტომ გამოჩენილი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ახალი რომანით დავიწყებთ ჩვენს ათეულს. გამქრალი ხეების კუნძული სიყვარულზე ტრავმაზე, განშორებასა და ძიებაზე მოგვითხრობს, ავტორისავე თქმით წიგნი ეძღვნება ემიგრანტებსა და დევნილებს მთელ მსოფლიოში.

გამომცებელი: პალიტრა L

ღირებულება: 17 ლარი 13.50 ლარი

2. „პუტინის რუსეთი“

ანა პოლიტკოვსკაიას ეპოქალური წიგნი თბილისის წიგნის ფესტივალზე დაგხვდებათ. ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი „პუტინის რუსეთში“ მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს, ნამდვილი ისტორიების მაგალითზე, ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღირს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები, როგორ იბადება და იკვებება სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში.

გამომცებელი: ინტელექტი

3. „ველურ გულთან ახლოს“ & „ვარსკვლავის დრო“

დიდი ბრაზილიელი მწერლის, კლარის ლისპექტორის ორი ცნობილი ნაწარმოები: „ველურ გულთან ახლოს“ და „ვარსკვლავის დრო“ ქართულ ენაზე პირველად გამოიცა, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოვიდა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა.

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ღირებულება: 16.90 ლარი 13.50 ლარი

4. მძიმეა დღის ბოლო

თქვენ წინაშეა მარიკე ლუკას რეინეველდის ბუკერის საერთაშორისო პრემიის მფლობელი წიგნი მძიმეა დღის ბოლო. მ რომანში ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით.

„ხან მიფიქრია, ჩვენ გამო ხომ არაა ასე, ჩვენ ხომ არა ვხრავთ დედას შიგნიდან შავი ფეიქარი ობობებივით“

გამომცემლობა: პალიტრა L

ღირებულება: 16.95 ლარი  13.50 ლარი

5. „წიგნები იაკობისა“

თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს.

გამომცემლობა: ინტელექტი

ღირებულება: 29.90 ლარი

4. კლარა და მზე

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის კაზუო იშიგუროს მომაჯადოებელი რომანი კლარა და მზე, მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს.

გამომცემლობა: პალიტრა L

ღირებულება: 23.95 ლარი 19.50 ლარი

6. „კომანდორის მკვლელობა“

ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანის - „კომანდორის მკვლელობის“ დებიუტი ქართულ ენაზე, სწორედ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება. ნაწარმოები, რომელიც პირველად 2017 წელს გამოიცა, ჰარუკი მურაკამის ერთგული მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელი იქნება.

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ღირებულება: 29.90 ლარი 23.90 ლარი

ზევით