#ფოტოამბავი

5 ქალი ფოტოგრაფი, რომელმაც მოდის ფოტოგრაფიის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა

გაზიარება:

ქალები, მოდის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ელემენტები არიან, ეს მოდის ფოტოგრაფიაზეც ვრცელდება. ენი ლებოვიცის ოსტატობიდან, ლუიზ დალ-ვუფის ესთეტიკამდე და ელენ ფონ უნვერტის მოდის სიურრეალიზმამდე, დღეს მოდის სამყაროს პეიზაჟი დიდი ხანია აღბეჭდილია და ყალიბდება ამ ქალების ობიექტივში. ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნად, წარმოგიდგენთ, მოდის ქალ ფოტოგრაფებს და იმ გავლენას, რომელიც მათ ინდუსტრიაზე იქონიეს.

ლუიზ დალ-ვულფი

მე-20 საუკუნის 30-იან 60-იან წლებში, ლუიზ დალ-ვულფის ფოტოგრაფია მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა სილამაზეს. დალ-ვულფი აქტიურად თანამშრომლობდა მოდის რედაქტორთან დიანა ვრელენდთან და სწორედ მასთან ერთად ჩამოაყალიბა Harper's Bazaar-ის ესთეტიკა. ლუიზ დალ-ვულფის ობიექტივიდან სამყარომ ხელახლა დაინახა ელეგანტური, დამოუკიდებელი და მოდური ქალები, ლუიზსვე შეგვიძლია მივაწეროთ ფოტოგრაფიაში ქალის ასახვის ახალი სტანდარტის ჩამოყალიბება.

86 გარეკანის, 600 ფერადი ფოტოს და ათასობით შავ-თეთრი პორტრეტის გადაღების შემდეგ, მისი ერთგულება მოდის ინდუსტრიისადმი მთელი ცხოვრება გაგრძელდა.

რეგინა რელანგი

რეგინა რელანგი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების მოდის მთავარი ფოტოგრაფია, რომელმაც დიდების ხანაში მყოფი მოდის სახლების, მათ შორის Christian Dior-ის, Yves Saint Laurent-ისა და Pierre Cardin-ის ლუქები დაარქივა. რეგინას ნამუშევრები ძირითადად წარმოდგენილი იყო Vogue-სა და Harper's Bazaar-ში, სადაც ასახავდა როგორც პარიზულ გრაციას, ასევე მოდას საკუთარი თვალსაწიერიდან.

კორინ დეი

კორინ დეი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფოტოგრაფად არის აღიარებული. სწორედ კორინის ობიექტივში აისახა თინეიჯერი ქეით მოსი და მისი ბრწყინვალე კარიერის საწყისი წლები. კორინ დეის მიაწერენ ფოტოგრაფიის გრანჟის ეპოქის სტილიზებასაც. 90-იანი წლების ყველაზე მაგარი ბავშვის პორტფოლიო ცნობილია უხერხულობითა და ინტიმურობით, რომელიც კორინ დეის ნამუშევრებს ხელწერად აისახა.

ენი ლებოვიცი

მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი -  ათწლეულების განმავლობაში ენი ლებოვიცი ქმნიდა მოდის ფოტოგრაფიის პირად ისტორიას, ისტორიას ცვლილებებზე, გარდაქმნებზე, ახლებური პერსპექტივიდან რეალობის დანახვაზე და ზღვარზე, რომელიც რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის გადის. ენის ობიექტივში მოხვდნენ ენდი უორჰოლი, ჯონ ლენონი და დედოფალი ელისაბედ II-ეც კი.

ელენ ფონ უნვერტი

წინა ცხოვრებაში მოდელი, ახლა კი მოდის ფოტოგრაფი ელენ ფონ უნვერტი, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავლენიანი ფოტოგრაფია. საკულტო კადრებისა და სარედაქციო სურათების გარდა, ელენმა თავი 90-იანი წლების აღბეჭდვით დაგვამახსოვრა. მან ასევე გადაიღო რამდენიმე ცნობილი ალბომის ქავერები, მათ შორის Hole's Live Through This და Rihanna's Talk That Talk.

ზევით