5 წიგნი ნინო ხარატიშვილის შემოქმედებიდან, რომელიც უნდა წაიკითხოთ

უნიკალური თხრობის სტილი, განსაკუთრებული ინტიმურობა, ისტორიის ხმაური და რეფლექსია, დაუვიწყარი ემოციური მიჯაჭვულობა და ქართული სევდა, რომელიც ერთიანად აღაფრთოვანებს, აფიქრებს და შთააგონებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მკითხველებს - ეს მსოფლიოს სალიტერატურო სამყაროში ქართველი ელჩის და საუკეთესო წარმომადგენლის, ნინო ხარატიშვილის რომანების ის პერიპეტიებია, რომლებსაც კითხვის პროცესში აუცილებლად გადააწყდებით და კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ ნიუანსსაც აღმოაჩენთ.

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ავტორის, დრამატურგისა და რეჟისორის ბიოგრაფიის თხრობა თბილისში იწყება, 1983 წლის 8 ივნისს, როდესაც სამყაროს ნინო ხარატიშვილი ევლინება. 1995-97 წლებში ნინოს ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადადის და ამ წლებს პატარა გოგონა გერმანულ სკოლაში ატარებს, თუმცა თბილისში მალევე ბრუნდება და წარმატებით ამთავრებს VI გიმნაზიას. სკოლის დასრულების შემდეგ ნინო, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე აბარებს, 2003 წელს კი ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე ეწერება.

რეჟისურის ფაკულტეტზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, ნინო, პიესების წერით განაგრძობს, ნინო ხარატიშვილი აღიარებასაც მალევე მოიპოვებს და მისი პიესები დიდი წარმატებით იდგმება გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. პარალელურად კი იბადება, ისეთი ეპიკური რომანის მწერალი ნინო ხარატიშვილი, როგორიც მერვე სიცოცხლეა. რომანი, რომელმაც სრულად დაიპყრო სალიტერატურო სამყარო, წარმატებით ითარგმნა 25 ენაზე და დღემდე განაგრძობს მკითხველთა გულების მოგებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

გთავაზობთ ნინოს 5 ბესთსელერ წიგნს, რომლებიც მწერლის დაუვიწყარი თხრობის მანერისა და სტილის აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

1. მერვე სიცოცხლე (ბრილკას)

„წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რევოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“.
ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.

 

ყიდვა

2. ჟუჟა

რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები.

 

ყიდვა

3. ჩემი საყვარელი ორეული

ნინო ხარატიშვილის ჩემი საყვარელი ორეული 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი. სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

 

ყიდვა

4. ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი

ნინო ხარატიშვილის დრამატურგიული თხრობის მანერა ხარისხიან პროზასთან შეხების განცდას აჩენს უმალ, პირველი წინადადების წაკითხვისთანავე და ამავე დროს, ან იქნებ სწორედ ამ მიზეზის წყალობითაც, უაღრესად სცენიურია.

ომის, სიყვარულისა და მარტოობის თემატიკა ისეთ დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეებსა და ისტორიებს სთავაზობს მკითხველს, რომ შეუძლებელია ფიქრმა არ აგიყოლიოს, არ შეგძრას იმ კითხვებმა, რასაც დიდი ოსტატობით, ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების ღრმა ცოდნით გვაწვდის გერმანიაში მოღვაწე ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულე. ეს იმ ტიპისა და რანგის შემოქმედებაა, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან შესაძლოა სხვადასხვაგვარად ჩანდეს კიდეც, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა ყველასთვის“ -ირაკლი სამსონაძე.

 

ყიდვა 

5. უკმარი სინათლე

და ბოლოს, წარმოგიდგენთ ნინოს უახლეს რომანს სახელწოდებით „უკმარი სინათლე“, რომელიც რამდენიმე დღის წინ წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა და ფესტივალის მესამე დღეს წიგნის ტირაჟი სრულად ამოიწურა. საბედნიეროდ, „უკმარი სინათლე“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა მკითხველისთვის და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს წიგნი, ნინო ხარატიშვილის თითოეული ერთგული მკითხველისთვის საუკეთესო საჩუქრად იქცევა.

პატარა ქვეყანა – დიდი ქარტეხილების დროს – და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: უკმარი სინათლე ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თხილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა — მარადიული სიყვარულის ახსნა,

„აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა, და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად“,

 

ყიდვა

ზევით