#ფოტოამბავი

4 მაისს „ქოლგა თბილისი ფოტოს" კვირეული იწყება

გაზიარება:

4 მაისს, 20:00ზე, კონსტიტუციის 6/52 ში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, „ქოლგა თბილისი ფოტო" კვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელთა შორისაც არიან: დინა ოგანოვა (საქართველო), თინა შელჰორნი (გერმანია), კრის სასპექტი (აშშ), იან ტე (მალაიზია) და ნათან დვირი (აშშ/ისრაელი). 

Nicola Zolin

გახსნის დღეს დასახელდებიან 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • ერთი კადრი
  • მობილური ერთი კადრი.
Nigel Dickinson

საპრიზო ფონდი 6000 დოლარია, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულებს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს -  500 დოლარი. 

Maurizio Di Pietro

5 მაისიდან კი „ქოლგა თბილისი ფოტო" ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, უფასო ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს უმასპინძლებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს საქართველოში.

Giacomo D'orlando

„ქოლგა თბილისი ფოტო" 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. ნაჩვენებია ფოტოგრაფიის სხვადასხვა ასპექტები, ისტორიული და თანამედროვე პოზიციები. „ქოლგა თბილისი ფოტო" მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას.

ზევით