#მუსიკა #კინო #ბიზნესი

2022 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი შემოქმედებით ინდუსტრიაში

გაზიარება:

2022 წლის ოქტომბერში, რიგით მეათსე სტურიდური ალბომის Midnights-ის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში, ტეილორ სვიფტი გახდა ისტორიაში პირველი შემსრულებელი, რომელმაც Billboard Hot 100 სიმღერების სიაში 10 ადგილი დაიკავა. ერთი თვის შემდეგ, ტეილორის 14 მილიონმა ერთგულმა გულშემატკივარმა, მომღერლის 2023 Eras Tour-ზე ბილეთების შეძენა ისეთი სისწრაფით და მონდომებით გადაწყვიტა, რომ ამ პროცესმა Ticketmaster-ის მწყობრიდან გამოსვლაც კი გამოიწვია.

Midnights-ის წარმატებისა და Eras Tour-ის მიმართ გაჩენილი მოლოდინის მიუხედავად, გასულ წელს ტეილორმა $92 მილიონი შემოსავლიდან, დიდი ნაწილი წინა წლებში გამოშვებული მუსიკით მიიღო. 2022 წლის 10 ყველაზე შემოსავლიან ცნობილ ადამიანს შორის, ტეილორ სვიფტი მეცხე ადგილს იკავებს. ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1.  Genesis - $230 მილიონი

პროგრესული როკის პიონერებმა, Concord Music Group-სთვის სიმღერების უფლებების მიყიდვით $300 მილიონი მიიღეს და ათეულის სათავეშიც მოექცნენ. 

2. სტინგი - $210 მილიონი

17 გრემის მფლობელმა და Police-ის ყოფილმა სოლისტმა, მთელი თავისი მუსიკალური ნაწარმის (როგორც სოლო ასევე The Police-თან ერთად) გაყიდვიდან, გადასახადებამდე, $300 მილიონი მიიღო.

3. ტაილერ პერი - $175 მილიონი

თანამედროვე რენესანსის ადამიანს, მსახიობ-რეჟისორ-მწერალ-სტუდიის მაგნატს კიდევ ერთი მომგებიანი წელი ჰქონდა, მისი სატელევიზიო შოუს სტრიმინგიდან, ტაილერ პერიმ $175 მილიონის შოვნა შეძლო.

4. ტრეი პარკერი და მეთ სტოუნი - $160 მილიონი

პოპულარული ანიმაციური სატელევიზიო შოუს South Park-ის შემქმნელმა წყვილმა 2022 წელი დიდებულად ჩაამთავრა. 2021 წელს მათ ხელი მოაწერეს ექსკლუზიურ კონტრაქტს Paramount-თან, რომელიც მათ 6 წლის განმავლობაში 935 მილიონი დოლარის გარანტირებულ შემოსავალს ჰპირდება.

5. ჯეიმს ბრუკსი და მეთ გროენინგი - $105 მილიონი

ბრუკსი და გროენინგი The Simpsons-ის შემქმნელები არიან. 2019 წლის აპრილში, შოუ, თავისი 30 სეზონით, FX-დან Disney+-ზე გადავიდა, ამ გარიგებით კი მის შემქმნელებს ყოველწლიურად $105 მილიონი ერგებათ.

6. ბრედ პიტი - $100 მილიონი

ბრედმა, დეკემბერში, თავისი საპროდიუსერო კომპანიის Plan B Entertainment-ის დიდი ნაწილი Mediawan-ს მიჰყდა, ამ გარიგებით პირმა $113 მილიონი გამოიმუშავა. 2022 წელს, 59 წლის მსახიობმა, ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში:"Bullet Train, Babylon და The Lost City.

7. The Rolling Stones - $98 მილიონი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა The Rolling Stones-მა, ევროპის 15 ქალაქში გამართული თითო კონცერტიდან, $8.5 მილიონი მიიღო. ბენდის სრულმა შემოსავალმა 2022 წელს $98 მილიონი შეადგინა.

8. ჯეიმს კემერონი - $95 მილიონი

Avatar: The Way of Water-ის გამოსვლის დღიდან 2022 წლის ბოლომდე, რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა $95 მილიონამდე გამოიმუშავა. ფილმის წარმატების წყალობით, კემერონი ახლა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი 3 ფილმის რეჟისორი გახლავთ, Avatar: The Way of Water-თან ერთად სიაში, Avatar (2009) და Titanic (1997) მოიაზრებიან.

9. ტეილორ სვიფტი - $92 მილიონი

ტეილორის წარმატებაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში, მომღერლის  2022 წლის ალბომის Midnights-ის 1,8 მილიონი ასლი გაიყიდა.

10. Bad Bunny - $88 მილიონი

Bad Bunny-მ 2022 წლის შემოსავლების დიდი ნაწილი, ორი ტურნეთი El Último Tour Del Mundo და The World's Hottest Tour-ით გამოიმუშავა. მომღერლის სარფიან გარიგებებს შორის იყო Corona, Cheetos და Adidas.

ზევით