#კინო

12 სერიალი, რომელსაც 2022 წელს ველოდებით

გაზიარება:

2021 წელი კინემატოგრაფიულად მდიდარი წელი იყო, თუმცა 2022 წლის მიმართ მოლოდინი ბევრად დიდია. მსოფლიო პანდემია ისევ მძვინვარებს, თუმცა სამყარომ მასთან ერთად ცხოვრება ისწავლა და ეს კინოინდუსტრიასაც ეხება. სრულიად ახალი თუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სერიალები ეკრანებზე მთელი წლის განმავლობაში გამოჩნდებიან.

HBO-ს ახალი პროდუქტის, The Gilded Age-ის პრემიერა გასულ ღამეს გაიმართა. სულ რაღაც ორ კვირაში შესაძლებლობა გვექნება Inventing Anna-ს ისტორიაც მოვისმინოთ, მოგვიანებით კი ამანდა სეიფრიდის გარდასახვას მივადევნოთ თვალი The Dropout-ში. 

24 იანვარი - The Gilded Age, HBO

Downton Abbey-ს შემქმნელმა, ჯულიან ფელოუერსმა HBO-ს ახალ პროექტზე, The Gilded Age-ზე იმუშავა. სერიალი მე-19 საუკუნის ნიუ-იორკის პერიოდის დრამაა, რომელიც ვარსკვლავურ ტრიოს: კრისტინ ბარანსკის, კერი კუნის და სინტია ნიქსონს აერთიანებს.

11 თებერვალი - Inventing Anna, Netflix

სულ მალე 2018 წელს გასაჯაროებული ისტორიის ეკრანიზაციას ვიხილავთ. Netflix-ის ლიმიტირებული სერიალი ანა დელვეის ისტორიას მოგვითხრობს, გოგონას, რომელმაც წვეულების მოყვარული ნიუ-იორკელები გააცურა და თავისი თავგადასავლით მთელი ამერიკის ყურადღებაც მიიპყრო.

16 თებერვალი - Severance,  Apple TV+

ბენ სტილერის ახალ თრილერში მთავარ როლებს ადამ სკოტი და პატრიცია არკეტი ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ვიცით, რომ წინ რაღაც საინტერესო და განსხვავებული გველოდება.

3 მარტი - The Dropout, Hulu

თქვენც ისევე ელოდებით ამანდა სეიფრიდის დრამატულ გარდაქმნას Silicon Valley-ს თაღლითად, Hulu-ს ახალ პროექტში, როგორც ჩვენ? სერიალი კორპორაციულ დანაშაულზე მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოების ყურამდე ზღაპრის სახით მივიდა, თუმცა ის რეალურია და ამაში მალე დავრწმუნდებით.

18 მარტი - Downton Abbey: A New Era

Downton Abbey-ს სექუელი მაყურებელს ფილმის გამოსვლიდან 2 წლის, საკულტო სერიალის დასრულებიდან კი 5 წლის შემდეგ უბრუნდება. თიზერი გრაფინია მეგი სმიტის წარსულის აქამდე უცნობ დეტალებზე გვიამბობს.

24 მარტი - Bridgerton,  Netflix

Netflix-ის რეკორდების მოხსნის შემდეგ, Bridgerton-ი მაყურებელს მეორე სეზონით ამ გაზაფხულზე დაუბრუნდება. ჯულია ქუინის ისტორიული რომანების კინოადაპტაცია გრძელდება და ის უფრო მეტი ინტრიგით, რომანტიკული თავგადასავლებითა და დრამით 24 მარტს შეგვხვდება.

A Very British Scandal, Amazon Prime Video

A Very British Scandal სარა ფელფსის სცენარის მიხედვით გადაღებული სერიალია, რომელიც არგილის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას განქორწინებაზეა ფოკუსირებული, მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებულ, სკანდალურ და სასტიკ საქმეზე.

The Ipcress File, TBD, AMC+

მაიკლ კეინის ჯაშუშური თრილერი, ჯეიმს ბონდის პირქუში ვერსია, ახალგაზრდა ბრიტანელ მსახიობებს, მათ შორის ჯო კოულსა და ლუსი ბოინტონსაც აერთიანებს.

2 სექტემბერი - The Rings of Power, Amazon Prime Video

ყველა დროის ყველაზე ეპიკური წიგნების სერიის, „ბეჭდების  მბრძანებლის“ ეკრანიზაციის გამოსვლიდან 21 წლის შემდეგ, სამყარო Amazon Prime Video 2-ის დამსახურებით მაღალბიუჯეტურ სატელევიზიო ადაპტაციას იხილავს.

ნოემბერი - The Crown, Netflix

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ყველაზე პოპულარული სერიალი მე-6 სეზონში ბევრ საინტერესო დეტალს გაგვიზიარებს. სავარაუდოდ, მათ შორის იქნება პრინცესა დაიანას შოკისმომგვრელი BBC პანორამა ინტერვიუ, უელსის პრინცისა და პრინცესას განქორწინება და დიდი ალბათობით პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალებაც.

The First Lady, Showtime

როგორც The First Lady-ს აღწერა მოგვითხრობს, სერიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებზე ქალების თვალით დანახულ რეალობას გვიამბობს. ელეანორა რუზველტის როლს ჯილიან ანდერსონი მოირგებს, ბეტი ფორდის როლში მიშელ პფაიფერი მოგვევლინება, ვაიოლა დევისი კი მიშელ ობამას როლს შეასრულებს.

House of the Dragon, date TBD, HBO

Game of Thrones-ის პრიქველის ისტორია ტარგარიანების დინასტიის შესახებ მოგვითხრობს და ამ გვარის ყველაზე ძლევამოსილ პერიოდს წარმოგვიდგენს, რომელიც გმირებითა და ანტაგონისტებით იქნება სავსე.

ზევით