#მუსიკა

11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე განუმეორებელი ლიზა სტენსფილდი წარდგება

გაზიარება:

Falestra-სა და Mastercard-ის მუსიკალური სერიები გრძელდება. 11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე აქსის თაუერსში, ბრიტანელი მომღერალი ლიზა სტენსფილდი წარდგება.

ლიზა სტენსფილდი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მომღერალია, რომელმაც 1980-იან წლებში სცენაზე გამოჩენის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ჩანაწერი გაყიდა. ლიზა სტენსფილდის მუსიკალურ გემოვნებაზე ადრეული ასაკიდანვე გავლენა ისეთმა გავლენიანმა შემსრულებლებმა მოახდინეს, როგორებიც მარვინ გეი, დაიანა როსი, არეტა ფრანკლინი და ბარი უაითი არიან. ლიზას მუსიკა სოულის, R&B-ისა და პოპის ჰარმონიული სინთეზი გახლავთ. არტისტის შემოქმედებას დასამახსოვრებელს მისი უნიკალური ხმა და ემოციური ჟღერადობა ხდის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Falestra (@falestra.tbilisi)

ლიზამ პოპულარობის გემო პირველად 1980 წელს, კონკურსში - Search for a Star გამარჯვების შემდეგ იგემა. მომღერალმა პირველი კონტრაქტი მხოლოდ 14 წლისამ გააფორმა. 1981 წელს, 15 წლის ასაკში, მომღერალმა პირველი სინგლი სახელწოდებით Your Alibis გამოუშვა. მუსიკოსმა მალევე მოაწერა ხელი Polydor-ის კონტრაქტს და იან დევენისთან და ენდი მორისთან ერთად ჯგუფი Blue Zone ჩამოაყალიბა. ჯგუფმა რამდენიმე სინგლი და ერთი ალბომიც გამოუშვა, თუმცა ლიზას აღმოჩენა მაინც 1989 წელს, Coldcut-ის სიმღერით - People Hold On-ით მოხდა, რომლის თანაავტორიც სტენსფილდი გახლდათ.

იმავე პერიოდში, ლიზა გაერთიანებული სამეფოს სატელევიზიო მუსიკალური შოუს თანაწამყვანად მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის კარგად ანაზღაურებადი სამუშაო იყო, ლიზას სჯეროდა, რომ ვერავინ ვერასოდეს მიიღებდა მას სერიოზულად მუსიკალური კარიერის გარეშე.

სტენსფილდმა შოუს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მუსიკალური კარიერის შექმნას შეუდგა.

1989 წელს, ლიზას ვოკალი Coldcut-ის საცეკვაო ჰიტში People Hold On-ში გაისმა. ამავე წელს, სტენსფილდმა სამყაროს სოლო სინგლი - All Around the World წარუდგინა (სადებიუტო ალბომიდან Affection). ეს გახლავთ სიმღერა, რომელიც დღემდე ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი სინგლია, რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში ჩარტების პირველ ადგილსაც მიაღწია და გრემის ნომინაციაც მოიპოვა.

კარიერის მანძილზე არტისტს მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, ცოლო მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 20 მლნ-ზე მეტი ალბომი.

ღონისძიების მხარდამჭერია პრიმო, ალდაგის პრემიუმ დაზღვევა, 11 ნოემბერს, ლიზა სტენსფილდის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ზევით