#აფიშა

10 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება!

გაზიარება:

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ შემოქმედებით სამყაროს დიდი დარტყმა მიაყენა. ხანგრძლივი პაუზა განსაკუთრებულად შეინიშნებოდა ისეთი პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლისთვისაც კულტურული ღონისძიებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც შემოქმედებისთვის, ისე მაყურებლისთვის. დიდი შესვენების შემდეგ, დანამდვილებით შეგვიძლია გაუწყოთ, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ბრუნდება!

„ფესტივალის თავდაპირველი პროგრამა ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო, დიდი, დატვირთული. მარტში უკვე მზად იყო. კარგად, ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. მარტის მერე „ვიბრძვით“ ჩვენ და კოვიდი; ჩვენ - ყველაფერი დავალაგოთ საუკეთესოდ, ხოლო კოვიდი - ყველაფერი რომ აურიოს. მთლად არ გავატანინეთ თავისი კოვიდს. ფესტივალი მაინც შედეგება“.

10 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის ჩათვლით, ფესტივალი დიდხანს ნაფიქრი, რამდენჯერმე გადაკეთებული პროგრამით გვიბრუნდება, რომელშიც ფესტივალის ორგანიზატორებმა უდიდესი შრომა და მონდომება ჩადეს. მაშ ასე - ფესტივალის პროგრამა წელს ასეთია:

10, 11 ნოემბერი

მოს კონცერტი

რეჟისორი, კომპოზიტორი, დიზაინერი, ქორეოგრაფი - ჯეიმს ტიერე

წარმოდგენის შესახებ:

ჯეიმს ტიერეს მო თავის ალტერ ეგოდ წარმოესახება. წარმოდგენაში ცეკვა-ცეკვით, მაგრამ უხმაუროდ გროვდება ჩვენთვის მოსაყოლი ამბები, რომელთაც მო თავისი ზმნანებებიდან შმაგი ბგერების შეჯახებათა სამყაროში უდირიჟორებს.

20 – 22 ნოემბერი

იან ფაბრი / მიხაილ ბარიშნიკოვი

მხატვრული ინსტალაცია ფილმით

ფილმის რეჟისორები: იან ფაბრი და ფილ გრიფინი

ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთი ადამიანის მიხაილ ბარიშნიკოვის წარმოდგენაა, რომელიც ლატვიელ რეჟისორს, ალვის ჰერმანისს ეკუთვნის. ბროდსკი/ბარიშნიკოვის ემოციური მოგზაურობა პოეტის რთულ ინტუიტიურ კომპოზიციებში ჩაღრმავებაა.

2, 3 დეკემბერი - ვორქშოპი

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, გერმანია

ციფრული ტექსტილები

6 – 10 დეკემბერი - ვორქშოპი

ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისათვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად, გერმანია

კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები

ამ ვორქშოპზე კრის ზიგლერი სცენაზე ინტერაქტიული გარემოს შექმნის გამოცდილებას გაგიზიარებთ. ვორქშოფის პირველ ნაწილში მისი მონაწილეები მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებას ისწავლიან სცენაზე მოძრავი მსახიობების/მოცეკვავეებისათვის თვალის სადევნებლად  და მათი მოძრაობისას ბგერისა და განათების სამართავად.

მეორე ნახევარში ფესტივალის გუნდს სურს, დამსწრეებმა თვალის მისადევნებელი აღჭურვილობა მოირგონ, რათა განათება და საუნდი სხეულის მოძრაობისამებრ ცვალონ. ბოლოს, ისინი სცენაზე ვირტუალური პერსონაჟების შექმნას და  ანიმაციურად მათ გაცოცხლებას ისწავლიან. ამ ნაწილს მოგვიანებით უფრო მრავალკომპონენტიანი სემინარები მოჰყვება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შესახებ

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ - თბილისის, მისი კულტურის, მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით.

ფესტივალის მისიაა თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო, საუკეთესო ნამუშევრებით; ასევე, საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ონლაინ ბილეთების შეძენა შესაძლებელია BILETEBI.GE - ზე. გაითვალისწინეთ, სპექტაკლები და ვორქშოფები გაიმართება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

ზევით