#კულინარია

ზაფხულის გემო - Aperol Spritz

გაზიარება:

დღეს მოგიყვებით თუ როგორ უნდა გააკეთოთ ზაფხულის გემრიელი კოქტეილი - აპეროლ სპრიცი. არსებობს 5 ოქროს წესი ამ კოქტეილის იდეალური გემოს მისაღებად:

1. ჭიქის ზომა მნიშვნელოვანია.

შეარჩიეთ ღვინის დიდი ჭიქა, რომლის სავარაუდო მოცულობაა 400 მლ. ხშირად დაშვებული შეცდომა ხშირად ჭიქაშია, კარგ აპეროლ სპრიცს პატარა ან არასწორ ჭიქაში ვერ გააკეთებთ. 

2. 60 მლ აპეროლი და 90 მლ პროსეკო.

არ არის აუცილებელი ალკოჰოლის გაყინვა, თუ კი ყინულს წინასწარ მოიმარაგებთ, სპრიცისა და აპეროლის სწორი რაოდენობის შეზავებით იდეალურ კოქტეილს მიიღებთ.

3. მინერალური წყალი - 39 მლ.

აპეროლ სპრიცის შეემთხვევაში პროპორციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ აუცილებლად გამოიყენეთ საზომი ჭურჭელი (ჯიგერი).

4. ყინული არასდროს არის ბევრი.
გაითვალისწინეთ, რომ ყინული სპრიცის საუკეთესო მეგობარია, ასე რომ ნუ დაგენანებათ და ჭიქა გაავსეთ წინასწარ მომზადებული ყინულით.

5. ფორთოხალი - აპეროლ სპრიცის დამაგვირვინებელი ელემენტი.

არანაირი პიტნა, ლაიმი, მარწყვი ან სხვა კეკროვანი, ფორთოხალი მხოლოდ! დაამატეთ ფორთხლის ნაჭერი და თქვენი იდეალური აპეროლ სპრიცი მზად არის.

 

გემრიელად მიირთვით! 

ზევით