#საზოგადოება

WHO IS SHE?! - The Diary-ისა და IERI Store-ის პირველი კონცეპტუალური ღონისძიება

გაზიარება:

თუ ოდესმე სარკეში ჩაგიხედავთ და გიფიქრიათ, რომ რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს, ეს სტატია თქვენთვისაცაა. არასწორად შერჩეული თმის ფერი, მაკიაჟი, სამოსი, რომელიც ჩვენს ფერთა პალიტრას სცდება - ეს ყველაფერი გარეგნობას დრამატულად ცვლის, ამიტომ საკუთარ სტილთა ჰარმონიის პოვნა ჩვენი თავდაჯერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

7 აპრილს ონლაინ ჟურნალმა The Diary ქართველი დიზაინერების მაღაზიასთან - IERI store ერთად კონცეპტუალური ღონისძიება, სახელწოდებით “Who is she” (ვინ არის ის ქალი) გამართა, რომელიც მიზნად მოწვეული სტუმრებისთვის ინდივიდუალური სტილის მნიშვნელობის განმარტებას ისახავდა. 

thediary.ge

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ჩვენი ფერთა პალიტრა, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი არომატი, როგორ გავიცნოთ უკეთ ჩვენი საკუთარი კანი და თმა? ამ და სხვა კითხვებს პასუხები The Diary-ის მიერ მოწვეულმა პროფესიონალებმა გასცეს. 

მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი პირადი სტილისტი და ე.წ. იმიჯ მეიქერი - ოლგა სვეტლოგრადსკაია გახლდათ, რომელმაც სტუმრებთან ფერთა პალიტრის შერჩევის პროცესის დემონსტრირება მოახდინა და სწორად და არასწორად შერჩეული ფერების ეფექტზე ისაუბრა. 

fashion stylist, olga svetlogradskaia

ღონისძიებაზე ICI Paris-ის პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა რამდენიმე საინტერესო კუთხე წარმოუდგინა. მათ შორის გახლდათ სურნელოვანი განყოფილება, სადაც ისეთი ცნობილი ბრენდების არომატები გახლდათ წარმოდგენილი, როგორებიცაა Paco Rabanne, Carolina Herrera, Nina Ricci და Jean Paul Gaultier. კომპანიის წარმომადგენლები სტუმრებს პერსონალურ არომატებს სპეციალური კითხვარის საშუალებით ურჩევდნენ.

ასევე ICI Paris-ის მიერ გახლდათ წარმოდგენილი  L'Erbolario-ის სახის კანისა და ტანის მოვლის კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას კანის დიაგნოსტიკის გაკეთების და პროდუქციის კანის ტიპის მიხედვით შერჩევის საშუალება ჰქონდა. ICI Paris-მ ასევე Sisley-ის მაკიაჟის კუთხე წარმოადგინა, სადაც მსურველებს ტრენდული მაკიაჟის გაკეთება შეეძლოთ. 

sisley

The Diary-ისა და IERI Store-ის ღონისძიების ერთ-ერთი ელემენტი თმის მოვლის საშუალებები გახლდათ, რომლებიც Profbeauty-იმ წარმოადგინა. კომპანია სტუმრებს თმის მოვლის პროფესიონალურ პროდუქციას მათი თმის სტრუქტურის და ფერის მიხედვით ურჩევდა. Profbeauty-მ ღონისძიებაზე ისეთი ცნობილი იტალიური და ამერიკული თმის მოვლის ბრენდები წარმოადგინა, როგორებიცაა It’s a 10, KRYOLAN და Kemon. 

პროფბიუთი

საღამოზე მოსულმა სტუმრებმა უგემრიელესი აპეროლი დააგემოვნეს, იტალიური ბრენდის Lorenzo Cipriani-ის ღვინოც გასინჯეს და ტორტის ატელიე "ავტოგრაფის" ტკბილი ფურშეტითაც ისიამოვნეს.  

ლელა მებურიშვილი

საღამოს მიწურულს გათამაშებაც გაიმართა, რომელზეც სტუმრებმა მოდისა და თავის მოვლის ბრენდებისგან საჩუქრები მიიღეს. 

 

ფოტოალბომი:

ზევით