#მოდა

სოფია რიჩის 5 ლუქი ჩვენი საზაფხულო ჩაცმულობის შთაგონებისთვის

გაზიარება:

თვის დასაწყისში სამეფო ქორწილისთვის დამახასიათებელი დიდებული ცერემონიის მომსწრენი გავხდით, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში გაიმართა. სოფია რიჩისა და ელიოტ გრინგის ქორწილმა წარმოუდგენელი გამოხმარუება დაიმსახურა, მას უკვე უწოდეს წლის ქორწილი და სიმართლე ითქვას სოფიას Chanel-ის საპატარძლო კაბ(ებ)ისა და მისი მინიმალისტური მაკიაჟის გარშემო განხილვა დღემდე არ შეწყვეტილა.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ალაპარაკდნენ სოფია რიჩის მოულოდნელ გარდასახვაზე, რომელმაც დახვეწილი, ელეგნატური და მდიდრული სტილი მოდის ახალ განსაზღვრებად აქცია და რა გასაკვირია, რომ ახლა მთელი ყურადღება სწორედაც სოფიაკსენაა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობის ნამდვილი IT გოგო ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პირად სტილისტებთან თანამშრომლობს და ჩაცმულობაში მარადიულ სტილს უსვამს მკაფიოდ ხაზს, სოფია მაინც გვიტოვებს იმის საშუალებას, რომ მისი ჩაცმულობები ჩვენც გადავაკეთოთ.

22 აპრილს, ელიოტ გრინგთან ქორწინების შემდეგ, ახალდაქორწინებულები ტროპიკულ თაფლობის თვეში გაემგზავრნენ, რომლისთვის თვალის შევლებას რიჩის Instagram გვერდით ვახერხებდით. ერთ-ერთ პოსტში სოფიამ ზოლიანი პერანგ-კაბისა და სანდლებისგან შექმნილი მინიმალისტური სტილი წარმოგვიდგინა, რომელსაც მხოლოდ სათვალეები და სანაპიროს მოწნული ხელჩანთა შემატა.

პატარა თეთრ კაბაზე რას იტყოდით? Chanel-ის ამ კლასიკური სილუეტით სოფიამ ელეგანტურობის ძალა შეგვახსენა, ვარდისფერი ბალერინას ფეხსაცმელებითა და ფერადი ხელჩანთით კი შეგვახსენა, რომ ყველაზე კლასიკური სტილიც კი შეიძლება იყოს მხიარული.

არაფერი შეეფერება რომანტიკულ პაემანს იმაზე უკეთ, ვიდრე შავი კაბა, თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა აღვნიშნოთ აქსესუარების ძალა, რომლებმაც ამ სილუეტს მეტი სინაზე შემატეს. პატარა ვარდისფერი ხეჩანთა, თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მინიმალისტური დიზაინის საყურეები და claw clip თმისსამაგრი - აი რა ხდის ამ ლუქს მიმზიდველს.

კიდევ ერთი თეთრი ორეული, თუმცა ამ შემთხვევაში ცალმხრიანი, საკმაოდ პოპულარული ტოპითა და ტილოს შარვლით, რომლისთვისაც სოფიამ თეთრის ფერისავე აქსესუარები შეარჩია, სანაპიროსკენ ზუსტად ამ ჩაცმულობით წასვლისკენ გვიბიძგებს.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ, ჩვენს ერთ-ერთ ფავორიტ კოორდინირებულ ორეულს, რომელიც ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდის ნაქსოვი სტილის იდეალური ინტერპრეტაციაა.

ზევით