#WOMEN POWER

საუკეთესო ქვეყანა ქალებისთვის

გაზიარება:

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ბედნიერი ქვეყნების სიაში ტოპ-ადგილს იკავებს. ხალხი აქ მართლაც ბედნიერების ისეთ შუქს ასხივებს, რომ ჩრდილოეთის ციალის სილამაზეს თუ შეეჯიბრება.

სკანდინავიური ქვეყნები დედამიწელებისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში შედის უკვე დიდი ხანია, ვინაიდან აქ, უზენაესი ადამიანი, მისი უფლებები და კეთილდღეობაა. 

სკანდინავიელების ბედნიერების ფენომენია ის ფაქტიც, რომ მთელს ევროპაში 65 წელს გადაცილებული დანიელი ქალები ყველაზე ბედნიერ ქალებად არიან შეფასებული.  დარწმუნებული ვარ ეს განსაკუთრებული კლიმატის (მერწმუნეთ იქ მეტწილად ძალიან ცივია) ან წყლის (ქართული სჯობს) ბრალი სულაც არაა და ძალიან პრაგმატული და ლოგიკური ახსნა აქვს ამ ყველაფერს. დანიაში და ზოგადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში უზენაესი, როგორც უკვე აღვნიშნეთ - ადამიანია!  

ეს რეიტინგი კი, სადაც ტოპ ოთხეულს სკანდინავიური ქვეყნები წარმოადგენენ, შემდეგი კრიტერიუმებით შედგა: ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, გენდერული თანასწორობა, შემოსავლის თანასწორობა, პროგრესი და უსაფრთხოება. ამ ჩამონათვალით კი გასაკვირი სულაც არ არის, რომ სკანდინავიური ქვეყნები ქალთა საუკეთესო ქვეყნების სიაში დომინირებენ. 

ტოპ 10 ქვეყანა, რომელიც იდეალური ქალებისთვის საცხოვრებლად:

1. დანია

2. შვედეთი

3. ჰოლანდია

4. ნორვეგია

5. კანადა

6. ფინეთი

7. შვეიცარია

8. ახალი ზელანდია

9. ავსტრალია

10. ავსტრია

ზევით