#კულინარია

რეცეპტი: პასტა ფეტუჩინი ალფრედო

გაზიარება:

ფეტუჩინი ალფრედო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიური კერძია, რომლის შექმნას ალფრედო დი ლელიოს უნდა ვუმადლოდეთ. ფეტუჩინი ბრტყელი და სქელი პასტაა, რომელიც კვერცხისგან და ფქვილისგან მზადდება. კლასიკურ ვარიანტში კერძის მომზადებისას, მოხარშულ პასტას მხოლოდ კარაქი და პარმეზანი ემატება, თუმცა ახალი ვარიაციების გაჩენასთან ერთად კერძის შემადგენლობაში ნაღებიც შემოვიდა და მისი დამატებით მიღებული სოუსი დღეს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

დღეს სახლის პირობებში მოსამზადებელ, თანამედროვე ფეტუჩინი ალფრედოს რეცეპტს გაგაცნობთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ ნაღებზე უარი თქვათ და კერძის ტრადიციული ვარიანტი მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

ნიორი 1 კბილი

კარაქი 40 გრ.

ნაღები 60 გრ.

პარმეზანი 80-100 გრ.

პასტა ფეტუჩინი 150 გრ.

ქინძი 10 გრ.

მარილი

პილპილი

მომზადების წესი:

1. მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში.

2. ცხელ ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ნიორი და კარგად მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ნაღები და პარმეზანი, მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ამის შემდეგ კი დაამატეთ მოხარშული პასტა.
3. გადმოდგით ცეცხლიდან 2-3 წთ-ში და ზემოდან მოაყარეთ ქინძი.

ზევით