#ცნობილები #სამეფო ოჯახი

რეალობად ქცეული ზღაპარი: ჰარისა და მეგანის ჯადოსნური ქორწილის ცერემონიიდან 3 წელი გავიდა

გაზიარება:

იყო და არა იყო რა... პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილ ზღაპარს მოგაგონებდათ, ერთი ნახვით შეყვარების, გზად განვლილი სირთულეებისა და ზუსტად 3 წლის წინ დაგვირგვინებული ჯადოსნური ქორწილით, თუმცა ზღაპრისგან განსხვავებით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა თვალი გვედევნებინა რა იმალება ფრაზის: "და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად" მიღმა და დაგვეთანხმებით, რომ ეს 3 წელი წყვილისთვის დიდ მოგზაურობას ჰგავდა.

ქორწინებას სამეფო მოვალეობები მოჰყვა, პრინცი ჰარი და მეგანი პირველ საერთო ტურში გაემგზავრნენ, სადაც სამეფო ოჯახის ახალი წყვილის გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგინია პირველ შვილს ელოდებოდა, 2019 წლის 6 მაისს სამყაროს არცი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი მოევლინა, რომელიც საზოგადოებას მშობლებმა რამდენიმე დღეში წარუდგინეს. 

პირველი შვილის შეძენიდან რამდენიმე თვეში სასექსებმა გადაწყვეტილება მიიღეს - მათ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარი განაცხადეს და ჯერ კანადაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძეს ცხოვრება. რამდენიმე კვირის წინ ჰარიმ და მეგანმა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზებად ტაბლოიდებისა და ყვითელი პრესის არაჯანსაღი დამოკიდებულება მეგანის მიმართ და სამეფო ოჯახის გულგრილობა დაასახელეს.

სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი რასიზმშიც კი დაადანაშაულა.

ჯადოსნური ქორწილიდან 3 წლის შემდეგ, ჰარი და მეგანი ბედნიერ, სიყვარულით სავსე სახლში ცხოვრობენ, აკეთებენ იმ საქმეს რომელიც ყველაზე მეტად უყვართ და ოჯახში მეორე შვილ - გოგონას ელოდებიან. 

ზევით