#მოდა

პარიზის COUTURE FASHION WEEK-ის საუკეთესო ლუქები - დღე 3

გაზიარება:

პარიზში, Couture Fashion Week მოდის ხელოვნების ზეიმი გრძელდება. დიორი, შანელი, ვალენტინო, სკიაპარელი - ფანტასტიკური დიზაინებით წარდგებიან საზოგადოების წინაშე. მაღალი მოდის კვირეული უმაღლეს დონეზე ორგანიზებული შოუა, სადაც სტუმრებიც კი ამ გასაოცარი ზეიმის ნაწილი ხდებიან. სტატიაში წარმოგიდგენთ პარიზის მაღალი მოდის ყველაზე საინტერესოდ ჩაცმულ სტუმრებს, რომლებიც თავად მოდურ ჩვენებებზე მეტად იქცევენ ყურადღებას ხოლმე.

ყვავილებში ჩაძირული ჯენიფერ ლოპესი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე უკვე მეორედ ვიხილეთ, Schiaparelli-ს შემდეგ, ყვავილებიანი სილუეტი ჯეილომ Elie Saab-ის ჩვენებაზე მოირგო.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

კაილი ჯენერი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებების წინა რიგებს მე-3 დღეს შეუერთდა, Jean Paul Gaultier-ის შოუს ჯაილი კრემისფერი კაბით დაესწრო.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

დღის მეორე ნახევარში, კაილიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა კვირეულზე, თუმცა ამჯერად სტორმისთან ერთად, დედა-შვილი Valentino-ს ჩვენებაზე შავ სილუეტებში გამოჩნდნენ.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

Valentino-ს ოტ-კუტიურ ჩვენებას ცნობილები total black look-ებით დაესწრნენ, მათ შორის როზი ჰანთინგტონ-უაითლიც.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

ყვავილებში გაბრწყინების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და Valentino-ს დაუწერელი დრესკოდის თანახმად, შავ კაბაში გამოჩნდა.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

Valentino-ს მაღალი მოდის ჩვენებას დაესწრო პიერპაოლო პიჩოლის მუზა ფლირენს პიუც.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

იტალიური მოდის სახლის ჩვენებას დაესწრო ტინა კუნაკიც, რომელმაც წინა რიგებში გამოჩენისთვის ნაცრისფერი ორეული შეარჩია.

პარიზის მაღალი მოდის კვირეული, ოტ-კუტიური

ზევით