#დეკორი

მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში და ამავდროულად საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა

გაზიარება:

უჩვეულო ექსტერიერით, ასიმეტრიული, ზოგჯერ კი უფანჯრო კედლებითა და საშიში განათებებით, ზოგიერთი შენობა დასანახადაც იმდენად შემზარავია, რომ მათში შესვლა ნამდვილად საორჭოფოა. რამდენად საშიშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ნაგებობა, ერთი რამ უდავოა, ის განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ქალაქს და ყოველთვის უნიკალური და განსაკუთრებულია.

წარმოგიდგენთ, მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ და ამავდროულად მიმზიდველ არქიტექტურულ ნაგებობას:

1. სფერო (ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ)

ნევადაში, სფეროს ფორმის არქტექტურული შენობა სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. Populous-ის მიერ შექმნილი სტრუქტურა ყველაზე დიდი სფეროს ფორმის ნაგებობაა, რომელიც ოდესმე აშენებულა, რაც მთავარია ის ყველაზე მაღალი გარჩევადობის ეკრანებით არის შემკული. 18 ათას ადგილიან Sphere-ში აჩვენებენ ყველაფერს, რეკლამებიდან დაწყებული, გრანდიოზული ლაივ კონცერტებითა და ცხოველთა სამყაროთი დამთავრებული. 

2. რივერსაიდის მუზეუმი (გლაზგო, შოტლანდია)

Zaha Hadid Architects-ის უნიკალური პროექტის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. გლაზგოს რივერსაიდის მუზეუმის აშენება საერთო ჯამში 95 მილიონი დოლარი დაჯდა და მან 2013 წელს, საუკეთესო ევროპის მუზეუმის ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა.

3. სახელმწიფო მრეწველობის ფედერაცია (სან პაულო, ბრაზილია)

სან პაულოს სახელმწიფო მრეწველობის ფედერაციის შენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ამ მხარეში. ის ბრაზილიელი არქიტექტორის რინო ლევის პროექტის მიხედვით 1979 წელს ააშენა. 

4. შექსპირის თეატრი (გდანსკი, პოლონეთი)

2014 წელს, იტალიელი არქიტექტორის რენატო რიზის პროექტი - გდანსკის შექსპირის თეატრი ოფიციალურად დასრულდა. შავი ფასადისგან შექმნილი ნაგებობა, რომელსაც რამდენიმე ფანჯარა ამშვენებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპექტაკლების მასპინძელია. პროექტის ღირებულება 24 მილიონი დოლარი გახლავთ.

5. ბასკეთის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტი (ბილბაო, ესპანეთი)

ბასკეთის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ჩავლისას, აუცილებლად უნდა უყუროთ სად მიდიხართ, რადგან ეს მშვენიერი შუშის შენობა, მკვეთრად ასიმეტრიული კედლებით არის ცნობილი. მადრიდსა და ბილბაოში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა კომპანია Coll-Barreu Arquitectos-მა, 94,744 კვადრატული ნაგებობის შენება 2008 წელს დაასრულა.

6. Supertree Grove (სინგაპური)

სინგაპურში, Marina Bay Sands-ის მახლობლად, უცხო პლანეტიდან მოსული Supertree Grove-ია აღმოცენებული. შენობები, დღის განმავლობაში საჭირო ჩრდილს ქმნიან, ღამით კი ულამაზეს და ცოტათი საშიშ მცენარეებად გარდაისახებიან.

7. Velasca Tower (მილანი, იტალია)

მილანში მდებარე ველასკას კოშკი 1950 წელს იტალიური ფირმა BBPR-ის მიერ აშენდა. ნაგებობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და უჩვეულოა ამ უბანში.

8. MahaNakhon (ბანგკოკი, ტაილანდი)

ბანგკოკის ჰორიზონტი სამუდამოდ შეიცვალა, როდესაც 2016 წელს, Ole Scheeren-ის დიზაინის მიხედვით უმშვენიერესი MahaNakhon ცათამბჯენი აღიმართა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის ხარჯებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

9. კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (კლივლენდი, ოჰაიო, აშშ)

კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი შექმნილია, მსოფლიოში სახელგანთქმული ირანელი წარმოშობის, ლონდონში დაფუძნებული არქიტექტორის, ფარშიდ მუსავის მიერ.

10. The Royal Ontario Museum (ტორონტო, კანადა)

The Royal Ontario Museum ტორონტოში დააპროექტა არქიტექტორმა დანიელ ლიბესკინდმა. ნაგებობა, საერთაშორისო კონკურსში 50 ფინალისტიდან შეირჩა, რას ფიქრობთ, სამართლიანად?

ზევით