#სილამაზე

Kryolan - ვიზაჟისტების რჩეული პროფესიონალური მაკიაჟის ხაზი

გაზიარება:

Kryolan არის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც 70 წელზე მეტია ამარაგებს კინოს, ტელევიზიის, თეატრის, სილამაზის, მოდის, სხეულის მოხატვისა და სპეც.ეფექტების სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს 18000-ზე მეტ კოსმეტიკურ ნაწარმსა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც მოწონებული და აღიარებულია არა მხოლოდ ვიზაჟისტების, არამედ მომხმარებლების მიერ მსოფლიოს გარშემო. 

Kryolan-ის აღმოჩენა საქართველოში, ექსკლუზიურად profbeauty.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი.

Kryolan

„ჩვენ ვქმნით მაკიაჟს. მაგრამ ვქმნით განსხვავებულად. ჩვენ თავადვე ვაწარმოებთ კოსმეტიკას და ასე ვშვებოდით 3 თაობის განმავლობაშიც - საკუთარი იდეებით, შთაგონებითა თუ ჩვენივე განუყოფელ ნაწილად ქცეული შემართებით. როგორც ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდი, ვაგრძელებთ ფორმულების გაუმჯობესებას და მის წარმოებას კომპანიის სათავო ოფისში - ბერლინში. ასე ვიქცევით და ვაგრძელებთ 70 წელზე მეტია”.

KRYOLAN HD cream liner

ყიდვა

დამფუძნებელი

კომპანიის დამფუძნებელს ჰქონდა გეგმა და იყო მისი აღმსრულებელიც. 1920-იანი წლების თვალისმომჭრელ ბერლინში დაბადებულმა არნოლდ ლანგერმა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინა საკუთარი გატაცება მაკიაჟითა და თეატრით. ქიმიკოსის ახალგაზრდა შეგირმა დედის სამზარეულოში შექმნილი საპნებისა და კრემების გაყიდვით თავისი პირველი ჯიბის ფული გამოიმუშავა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღდგენილი თეატრალური წარმოდგენებისთვის კოსმეტიკის დამზადების იდეის წყალობით, თავის წარმატებულ კომპანიასაც ჩაუყარა საფუძველი. დაზოგილი ფულისა და გვერდით ძლიერი ქალის - ვალტრაუდ ლანგერის - დახმარებით, 1945 წელს კომპანია Kryolan დაარსდა. 

პროდუქცია

Kryolan-ის ყველა პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, არის უაღრესად პიგმენტური და ინარჩუნებს ინტენსივობასა და სიკაშკაშეს ექსტრემალურ პირობებშიც კი. პროდუქციის ასორტიმენტი დამზადებულია გერმანიაში და განვითარებულია ბერლინში. Kryolan-ის ქიმიკოსებს აქვთ მუდმივი კავშირი ვიზაჟისტებთან. 

ხარისხი უპირველეს ყოვლისა

ეს გახლავთ პროდუქტი, რომელიც მზადდება ნედლი, ურევი, წმინდა სახის რესურსისგან და აკმაყოფილებს კოსმეტოლოგების ხარისხის ყველა სტრანდარტსა და მოთხოვნას. Kryolan-ის არც ერთი პროდუქტი არაა გატესტილი ცხოველებზე და ეთიკის ნორმების დაცვითაა დამზადებული. ეს მიდგომა ბრენდისთვის მნიშვნელოვანი იყო წარსულში და ეს დღემდე ასეა.

მომავალი

არნოლდ ლანგერის მსოფლმხედველობა: „ჯერ ადამიანი, შემდეგ ბიზნესი“ - დღესაც კომპანიის მთავარი კრედოა. ვიზაჟისტების სპეციალური სურვილები ისეთივე მნიშვნელოვანი იყო და არის ბრენდისთვის, როგორც პირადი კონტაქტი და არაფორმალური საუბრები მომხმარებლებთან და პარტნიორებთან. „სწორედ ამგვარმა ინდივიდუალურობამ გვაქცია დიდებულებად” - ესაა ფილოსოფია, რომლითაც არნოლდის ვაჟი, ვოლფრამ ლანგერი, და მისი შვილები, სებასტიან და დომინიკ ლანგერები, აგრძელებენ Kryolan-ის კომპანიის მართვას. ღრმა ფესვები და მომავლის თანამედროვე ხედვა - არნოლდ ლანგერის მემკვიდრეობის საპატივსაცემოდ. 

KRYOLAN HD living color

ყიდვა

თავდაპირველად, ბრენდის დაარსების პირველ წლებში, Kryolan თეატრის სფეროში გამოყენებული პროდუქტის სპეციალისტად იყო ცნობილი. ამას განაპირობებდა ის სიყვარული და ვნება, რომელსაც არნოლდ ლანგერი თეატრის მიმართ დაატარებდა. ვიზაჟისტებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ, რამაც შესაძლებელი გახადა მათი საჭიროებების საფუძვლიანად გაგება, Kryolan-მა უფრო და უფრო მეტი პროდუქტის წარმოება დაიწყო. მას შემდეგ ბრენდმა იმდენად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი, რომ დღეს ის ექვსი სხვადასხვა სფეროს სარწმუნო ექსპერტად ითვლება. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავდაჯერებულად ემსახურება კომპეტენციის ექვსივე სფეროს - თეატრს, კინოსა და ტელევიზიას, სპეცეფექტებს, სხეულის მოხატვის ხელოვნებას, სილამაზესა და მოდას. 

Kryolan არის პროფესიონალური მაკიაჟის ხაზი, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულ პროდუქციას სთავაზობს. ის შექმნილია ვიზაჟისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სილამაზის, საქორწილო, კინოს, ტელევიზიისა თუ ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში. შექმნილია Drag Queen-ებისთვის და Cosplayer-ებისთვისაც, რომლებსაც ასე ძალიან უყვართ ბრენდის ასორტიმენტი. Kryolan-ის კოსმეტიკური პროდუქციის მრავალფეროვნება მოიცავს ტონალურ კრემებს, ფხვნილების, თვალის ჩრდილების, ბლაშებს, ტუჩსაცხებისა და მრავალი სხვა პროდუქტის ფართო სპექტრს, რათა ვიზაჟისტებს უსასრულო შესაძლებლობები მიეცეთ კრეატიული და ესთეტიკური მაკიაჟის შესაქმნელად.

ზევით