#ცნობილები

ჯონ კორბეტი მაშინ და ახლა: Sex & The City-ის ვარსკვლავის ცხოვრება წლების განმავლობაში

გაზიარება:

ჯონ კორბერტი გულთამპყრობელი ეკრანებზე პირველივე გამოჩენისთანავე იქცა, თუმცა არა, ეს Sex & The City-ში ეიდენის როლით არ დაწყებულა, მანამ სანამ ჯონს საკულტო სერიალის მაყურებელი თავდავიწყებით შეიყვარებდა, ის CBS-ის სერიალ Northern Exposure-ით გახდა ცნობილი. სატელევიზიო შოუში შესრულებული როლისთვის კობერტს Golden Globe-სა და Emmy-ს ნომინაციებიც კი აქვს მოპოვებული.

თუმცა, ჯონის უსაზღვრო პოპულარობა მაინც Sex & The City-სთანაა დაკავშირებული, Mr. Big-ის შემდეგ კერის პირველ სერიოზულ ურთიერთობასთან და დღემდე სერიალის გულშემატკივართა ნაწილის ფავორიტთან ეიდენთან. ჯონ კობერტმა სერიალის 2 სეზონში მიიღო მონაწილეობა და ფილმ Sex and the City 2-შიც კი გამოჩნდა, სანამ შოუს სექუელს And Just Like That-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდებოდა.

Sex & The City-ის გარდა, ჯონი ასევე იყო My Big Fat Greek Wedding და To All The Boys ფრენჩაიზის ნაწილი. ვის როლსაც არ უნდა ასრულებდეს, კობერტის ეკრანებზე ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა ჩვენთვის, ერთად გადავავლოთ თვალი მსახიობის პირად და კარიერულ ცხოვრებას ადრე და ახლა.

Northern Exposure

ჯონ კობერტის სადებიუტო როლი CBS-ის სერიალ Northern Exposure-ში განსახიერებული კრის სტივენსი გახლდათ. მსახიობი სერიალში 1990-95 წლებში მონაწილეობდა.

Sex & The City

ჯონი ნამდვილი გულთამპყრობლის - ეიდენ შოუს როლში, მიუხედავად იმისა, რომ კერის ერთადერთი სიყვარული ეიდენი არ აღმოჩნდა და მათი სიყვარულის ისტორიამ ბედნიერი დასასრული ვერ ჰპოვა, ეიდენმა სამუდამოდ დაიპყრო ჩვენი გულები.

My Big Fat Greek Wedding

ჯონ კორბეტმა, ნია ვარდალოსთან ერთად, 2002 წელს ფილმში My Big Fat Greek Wedding-ში მიიღო მონაწილეობა. ის დაბრუნდება My Big Fat Greek Wedding 3-შიც, რომლის გამოსვლაც წელსაა დაგეგმილი.

Raise Your Voice

ჯონი 2004 წელს ფილმ Raise Your Voice-ში, ჰილარი დაფის პერსონაჟის მუსიკის მასწავლებლადაც მოგვევლინა.

Sex & The City 2

ეიდენ შოუს მორიგი გამოჩენა კერი ბრედშოუს ცხოვრებაში 2010 წელს უკავშირდება, როდესაც ყოფილი პარტნიორების გზა კიდევ ერთხელ, თუმცა დროებით გადაიკვეთა.

To All The Boys: P.S. I Still Love You

ჯონმა თავი კიდევ ერთხელ ექიმი დენ კოვის როლში შეგვახსენა, მსახიობი ფილმ To All The Boys: P.S. I Still Love You-ს პირველ და მეორე ნაწილში გამოჩნდა.

And Just Like That

და აი 13 წლის შემდეგ, And Just Like That-ის მე-7 ეპიზოდში, ეიდენი დაბრუნდა კერის ცხოვრებაში და როგორც ჩანს ამ ორს შორის Mr. Big-ის გარდაცვალების შემდეგ მოვლენები სწრაფად ვითარდება.

ზევით