ნასტასია ლეგრან ბაბლუანის SS2026 სეზონი: 3 ქალაქი და 12 შოუ
ნასტასია ლეგრან ბაბლუანი 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 12 მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა და ისეთი სახლების კოლექციები წარადგინა, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta თუ Ralph Lauren.
ზაფხული უკანასკნელ კვირებს ითვლის, აგვისტოს რომანტიკული განწყობა კი ყველაზე ცხელ ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარ Instagram გვერდზე ვინტაჟური კაბის ფოტოსურათები გაგვიზიარა და ახლა ზუსტად ვიცით როგორ გამოიყურება იდეალური საზაფხულო კაბა.
თაკო ნაცვლიშვილის რჩეული ბორდოსფერი ვინტაჟური ერთეული, 2022 წლის ჰიტად ქცეული კაბების ანალოგია, კაბის ზედა ნაწილში გამოყენებული კორსეტის დიზაინი და გრძელი სილუეტი ამ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.
2022 წლის Met Gala-ზე - წლის მთავარ კოსტიუმირებულ შოუზე კორსეტების ნამდვილი ბუმის შემდეგ, ამ სტილს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მარტივი, სადა და მინიმალისტური სილუეტები კორსეტის დეტალებით ის შენაძენია, რომელიც თქვენს გვიანი ზაფხულის საღამოებს დაამშვენებს.
CORSETRY-INSPIRED MIDI DRESS WITH RHINESTONES
CORSETRY-INSPIRED SATIN MIDI DRESS
POLKA DOT CORSETRY-INSPIRED MIDI DRESS
CORSETRY-INSPIRED DRESS
POPLIN CORSETRY-INSPIRED DRESS