პერთიდან პარიზამდე, TRIBE-ის სასტუმროები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში თავიანთ წარუშლელ კვალს ტოვებენ. 2017 წელს, ავსტრალიაში დაბადებული TRIBE ხელმისაწვდომი ფასებისა და მიმზიდველი დიზაინის დახმარებით უამრავი მოგზაურის საყვარელ ადგილად იქცა.
TRIBE-ის ფილოსოფია მთლიანად მოგზაური ადამიანის საჭიროებაზეა მორგებული. TRIBE მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიზნად 50 სხვადასხვა ფუნქციის მქონე სივრცის შექმნას ისახავს. სასტუმროების ბრენდი მომსახურების სფეროს წამყვანი კომპანიის, Accor-ის ნაწილია, რომელიც 110 ქვეყანაში 5.500-ზე მეტ საკუთრებას, მათ შორის 10.000 საკვებ ობიექტს, სამუშაო სივრცეებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებს ფლობს.
2025 წელს ორმაგი ბრენდის - ibis-ისა და TRIBE-ის სახელების ქვეშ პოლონეთის დედაქალაქ კრაკოვში ახალი სასტუმრო გაიხსნება. მანამდე კი, ბუდაპეშტში მდებარე ibis&TRIBE-ზე მოგიყვებით. Sziget ფესტივალზე ibis MUSIC-ის პრეს ტურის ფარგლებში, სასტუმრომ პრესის წარმომადგენლებს, მათ შორის TheDiary-ის გაუღო კარი და მასპინძლობა გაუწია.
ბუდაპეშტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, Ferencváros Groupama არენასთან, MVM Dome Handball-თან ახლოს ibis X TRIBE-ის სასტუმრო მდებარეობს, რომელიც TRIBE Budapest Stadium-ის სახელით უნგრეთის ბაზარზე Accor-ის სასტუმროების ბრენდის პირველ გამოჩენას აღნიშნავს. პირველი სართული საცხოვრებელ სივრცეებს ეთმობა, აქვეა ლაუნჯიც, ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილები და უზარმაზარი ლობი. სასტუმროს დამსვენებელს à la carte რესტორანიც დახვდება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი.
ამასთანავე, სასტუმროს მომსახურებაში შედის ფიტნეს ზონა და მიწისქვეშა პარკინგი. TRIBE-ის საკონფერენციო დარბაზი 200-ამდე ადამიანს იტევს. აქვეა მულტიფუნქციური ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ოთახები, რომლებიც ოთხ ცალკეულ განყოფილებად იყოფა. სტუმრებს skybar-ზე საყვარელი სასმლის დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ.
TRIBE Accor-ის კომპანიაში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდია, რომელიც სასტუმროს ტრადიციულ კონცეფციას სრულიად ახალ სახეს სძენს და სტუმრებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ, იმუშაონ და ამ თანამედროვე სივრცეში დაუვიწყარი დრო გაატარონ.
TRIBE-ს თავისი მომსახურების ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში საერთაშორისო ცხოვრების სტილის ტრენდები და ენერგია შემოაქვს. TRIBE-ის გუნდი აზროვნების საზღვრებს არ ცნობს და მისაღებ ფასად უნიკალურ, მაღალი დონის გამოცდილებას გვპირდება. 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები შექმნილია ელეგანტური და მაღალტექნოლოგიური დიზაინით, რომელიც სტუმრებს ყველანაირი საჭიროებით უზრუნველყოფს.
სასტუმრო, WING-ის კომპანიის Liberty პროექტის სამხრეთით, ბუდაპეშტის მე-9 უბანში Könyves Kálmán körút-ისა და Albert Flórián út-ის გადაკვეთაზე მდებარეობს. Liberty თანამედროვე, ენერგოეფექტური შენობაა, რომლის სერვისებიც ეკოლოგიურ მდგრადობას უწყობს ხელს. შენობა A+ კატეგორიის საოფისე ფართებს, სასტუმროსა და კომერციულ ობიექტებს აერთიანებს. შენობა ახლოსაა მეტროსთან, ტრამვაის, ავტობუსებისა და მატარებლების ხაზებთან.
მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ჟურნალის, Condé Nast Traveler-ის მიხედვით, უნგრეთის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად 24, ხოლო ევროპის ტოპ 12 ქვეყანაში შედის. ბუდაპეშტში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, სასტუმროს არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება. თუმცა TRIBE სხვა დიდ ქალაქებშიც გიმასპინძლებთ, მათ შორისაა საფრანგეთის, ინდონეზიის, გერმანიის, კამბოჯას, იტალიის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ლატვიის ქალაქები.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.