#მოდა #MBFW TBILISI

GFF Prize: კონკურსი დამწყები დიზაინერების მხარდასაჭერად

გაზიარება:

ქართული მოდა განსაკუთრებული ნიჭის, ხედვისა და შემოქმედების უნარის მქონე სახელებისა და ბრენდების ძიებას განაგრძობს და მოდის ინდუსტრიას, როგორც COVID 19-ის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ბიზნეს სექტორს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამაარსებლის, სოფო ჭყონიას ინიციატივით, Georgian Fashion Foundation დიზაინერებისთვის კონკურსს აცხადებს.

დეკლარირებული მხარდაჭერა უმნიშვნელოა, ის აუცილებლად ხილული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინდუსტრიის თითოეული წარმომადგენლისთვის - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

როგორც Georgian Fashion Foundation-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კონკურსი საერთაშორისო ხასიათისაა და მაშასადამე ნიჭიერი დიზაინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძებნებიან. მთავარ მოთხოვნათა შორის საკუთარ ბრენდზე სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და ქალისა თუ უნისექს სამოსის შექმნა სახელდება.

The Prize-ის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიღება ონლაინ განცხადების საფუძველზე, 15 სექტემბრამდეა შესაძლებელი. რის შემდეგაც ჟიური 10 ნახევარფინალისტს გამოავლენს, 3 გამარჯვებულის ვინაობა კი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში, ნოემბრის თვეში გამოცხადდება. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის პრიზი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა და PR- მომსახურება, გრანტი კაფსულა კოლექციის შესაქმნელად და აგრეთვე გრანტი, ამჯერად აქსესუარების კოლექციისთვის გადაეცემათ.

ზევით