#მოდა

G7-ის წევრების საერთაშორისო შეთანხმება - უარი ჰალსტუხს

გაზიარება:

გასულ შაბათ-კვირას, ბავარიის ალპებში 7 ერის ლიდერებმა ახალ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს, ერთხმად გადაწყდა, რომ ჰალსტუხები ისეთ ოფიციალურ შეხვედრებზეც კი როგორიც G7-ის სამიტია სავალდებულო აღარ არის, ჰალსტუხების ერა ოფიციალურად წარსულს ჩაბარდა.

კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ლიდერებმა სამი სამიტის დასასრულს, მთების ფონზე საერთო ფოტოსურათი გადაიღეს. შვიდივე მათგანი ფოტოზე ჰალსტუხის გარეშეა გამოსახული, რაც 40 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. 

პოლიტიკოსების ამ მოულოდნელმა არჩევანმა თავისუფლად შეიძლება ასახოს აწმყო, გავიხსენოთ თუნდაც ჯონ კენედი არჩევნების პერიოდში, მისი მოდური არჩევანი მედიის წინაშე ქუდის გარეშე გამოჩენილიყო, სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში, ამავე ფაქტმა შეუწყო ხელი ამერიკელ მამაკაცებს შორის ქუდის რეპუტაციის ვარდნამ და საბოლოოდ ოფიციალური შეხვედრების დრესკოდიდან გაქრობამაც კი. 

პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებამ კრიტიკოსებისგან „სილა“ დაიმსახურა და ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, კომენტარი, რომელსაც ინტერნეტსივრცეში გადავაწყდით ჯეიმი ბელინგერს ეკუთვნოდა: „რატომ ჰგავს G7-ის სამიტი იმ მამებისა და ბიძების შეკრებას, რომლებაც 35 „ჰეინეკენი“ დალიეს და ქორწილის ბოლოს ფოტოგრაფს აბეზრებენ თავს, სანამ მათი ცოლები ყვრიან, რომ მათი ტაქსი უკვე მოვიდა?“.

ახალზელანდიელმა პოლიტიკოსმა რავირი ვაიტიტიმ აქსესუარს 2021 წელს „კოლონიალური მარყუჟი“ უწოდა მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან ჰალსტუხის ნაცვლად ტრადიციული გულსაკიდის სახელად hei-tiki-ს ტარებისთვის გააძევეს. 

„ჰალსტუხის ტარება კლასის, მამაკაცის პრივილეგიისა და სტატუსის ცნებებშია გახვეული, რომელსაც ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტად უარყოფს“ - განაცხადა მან.

ის რომ შესაძლოა G7-ის წევრების: მარიო დრაგის, ჯასტინ ტრუდოს, ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონის, ჯო ბაიდენის, ბორის ჯონსონისა და ფუმიო კიშიდას არჩევანმა დიდი ძვრა გამოიწვიოს მოდის სამყაროში ეს ფაქტია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰალსტუხებზე მოდის სახლებს ჯერ უარი არ უთქვამთ. მამაკაცის მოდის კვირეულებზე უხვად ვიხილეთ მოდელები აქსესუარში გამოწყბილი, რაც შეეხება Prada-ს ჩვენებას, მან უბრალოდ გვაგრძნობინა, რომ ჰატუხი ზოგჯერ იმაზე მხიარულიც კი შეიძლება იყოს ვიდრე წარმოვიდგენდით.

ზევით