
მოდის სახლი Bottega Veneta, შემოქმედებითი დირექტორის დანიელა ლის ხელმძღვანელობით, ბოლო პერიოდში ისეთ სამოსსა ად აქსესუარებს ქმნის, რომელიც წამიერად სეზონის ყველაზე მოთხოვნად ნივთად იქცევა.
მაღალყელიანი ფეხსაცმელი Chelsea Boots, რომელიც Bottega Veneta-მ შემოდგომა-ზამთრის 20/21 კოლექციის ფარგლებში წარადგინა, ამ ზამთრის ყველაზე must have ჩექმად იქცა. ირინა შეიკი, ჰეილი ბიბერი, კანიე უესტი - ეს ის მცირე ჩამონათვალია ვარსკვლავების, რომელიც ამ სეზონზე არჩევანს Chelsea Boots-ზე აკეთებს.

ჰეილი ბიბერმა წითელძირიანი Chelsea Boots-ი მოკლე შორტებთან მოირგო.
ბლოგერები ამ მაღალყელიან ფეხსაცმელს ფემინურ კაბებსაც კი უხდენენ

ჰოლანდიელი ბლოგერი შარლოტა გრონველდი Bottega Veneta-ს მაღალყელიან ფეხსაცმელში ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობს.