#სილამაზე

Beauty, Advert, Travel Boxes: როდესაც არ იცი რა აჩუქო

გაზიარება:

კითხვის დასმა საჭირო არ არის, თავადაც კარგად მოგვეხსენება, რომ თითოეული თქვენგანი საახალწლო სამზადისშია ჩართული და ახლა მთელი ძალით ცდილობს საყვარელი ადამიანისთვის, ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის შესაფერისი საჩუქარი შეარჩიოს და ადრესატს ახალი წლის ღამე გაულამაზოს. იმისთვის, რომ ციებ-ცხელება შეგიმსუბუქოთ და ამ ქაოსურ პერიოდში დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, გთავაზობთ უნივერსალურ სასაჩუქრე ყუთებს, რომლებიც საგულდაგულოდაა დამზადებული და შექმნილია იმისთვის, რომ მისი მიმღების გული ნახვისთანავე დაიპყროს.

Beauty Box

რომელი ქალი იტყვის უარს სილამაზის ყუთზე? თავბრუდამხვევი თავის მოვლის საშუალებები, რჩეული პროდუქტები თქვენი თმის, სახისა და სხეულისთვის და კიდევ უამრავი სიურპრიზი - ქართული სასაჩუქრე ყუთები იმ სასურველი პროდუქტებითაა დახუნძლული, რომლითაც საახალწლოდ ქალების უმრავლესობის გულის მოგებას აუცილებლად მოახერხებთ.

 

Stunner beauty box

ყიდვა

მაკა კვიციანის მიერ შექმნილი Stunner Body Box ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, ორიგინალური და სასურველი სილამაზის ყუთია ქალებისთვის, გვერწმუნეთ, მისი დახმარებით თქვენს ადრესატს აუცილებლად გააბედნიერებთ.

 

Glambox - Winter Glambox

ყიდვა

მარიამ კვაშილავას ლიმიტირებული სეზონური სილამაზის ყუთის შეძენა მსურველთათვის 24 დეკემბერს იქნება შესაძლებელი. ქართველი მომხმარებლისთვის შექმნილი Glambox-ი 20-მდე თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ნივთებს აერთიანებს.

 

Beauty and the box

ყიდვა

სილამაზის ყუთი, რომელიც 5-8 კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებითაა დაკომპლექტებული, საახალწლოდ განსაკუთრებულ პროდუქტებს გთავაზობთ.

 Advert Calendars

„ადვერთ კალენდარი“ - კიდევ ერთი მშვენიერი საჩუქარია საახალწლოდ. თან, მისი დახმარებით სულაც არ არის საჭირო უშუალოდ ახალი წლის ღამეს დაელოდოთ: დანომრილი სასაჩუქრე ყუთები საშუალებას მოგცემთ თქვენი საჩუქრის ადრესატი ყოველდღიურად პატარა-პატარა საჩუქრებით გაახაროთ.

 

The Body Shop - Love Big Advent Calendar

ყიდვა

Body Shop-ის „ადვერთ კალენდარი“ 25 ჯადოსნური უჯრისგან შედგება, რომლის მიღმაც მართლაც რომ თავის მოვლის ერთ-ერთი რჩეული პროდუქტებია განთავსებული.

 

Nuxe Advert Calendar

ყიდვა

სხეულისა და სახის კანის მოვლის საშუალებები Nuxe-ის „ადვერთ კალენდრის“ 24 მაგიური უჯრის მიღმა იმალება. თითოეული მათგანი საჩუქრის ადრესატს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს.

 

Avon - „ადვენტ-კალენდარი: სილამაზის 12 დღე“

ყიდვა

Avon-ის  „ადვერთ კალენდარი“ 12 განყოფილებიანი სასაჩუქრე ყუთია, რომელიც თავის მოვლისა და დეკორატიული ნივთებით არის დახუნძლული.

Travel Box

ბოლოს კი უნიკალურ სასაჩუქრე ყუთთან ერთად, თქვენი რჩეულისთვის ნამდვილ თავგადასავალსაც გთავაზობთ და სამოგზაურო ყუთს წარმოგიდგენთ, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ დაუვიწყარი დღეები აჩუქოთ თქვენი საჩუქრის ადრესატს. ეს სასაჩუქრე ყუთი იდეალურია მამაკაცებისთვისაც, მათთვის ხომ საჩუქრის შერჩევა ყოველთვის უდიდეს ამოცანას წარმოადგენს.

 

Travel Box - სამოგზაურო ყუთი

ყიდვა

Travel Box-ში აღმოაჩენთ სასტუმროს ვაუჩერს 2 ღამე 2 ადამიანისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და უამრავ საჩუქარს განკუთვნილს თავის მოვლისთვის და არა მხოლოდ.

ზევით