#დეკორი

ახალი ჰობის შეძენა გინდათ? - მაშინ, ეს ვორქშოპები აუცილებლად დაგაინტერესებთ

გაზიარება:

დროდადრო ყველას გვიჩნდება სურვილი, შემოქმედებით სამყაროში ჩავიძიროთ, ყოველდღიურობას მოვწყდეთ, განვიტვირთოთ და ამავდროულად რაიმე ლამაზი და ჩვენთვის ღირებული შევქმნათ. შესაძლოა ეს საქმე სამომავლოდ ჰობადაც კი ვაქციოთ, თუმცა რატომღაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის გვიძნელდება. დღეს, ვეცდებით ეს პროცესი გაგიადვილოთ და ის მასტერ კლასები და ვორქშოპები წარმოგიდგინოთ, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ. მაშ ასე:

ალბათ შენიშნავდით, რომ თიხასთან ურთიერთობის მსურველთა ზრდის ტენდენცია პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა და დღემდე წარმატებით გრძელდება. ძერწვის პროცესით მოგვრილმა სიმშვიდის განცდამ, არა ერთ ადამიანს უბიძგა ახალ ჰობად სწორედ ეს ხელსაქმე აერჩია ან მეტიც კერამიკოსის პროფესიაც კი შეეთავსებინა. დღეს, საქართველოში კერამიკის სტუდიოებს სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ვორქშოფებზე, tepshi.studio ერთ-ერთი იმ სტუდიათაგანია, რომელიც მყუდრო და საოცრად სასიამოვნო გარემოში, ნაყოფიერი წუთების გატარების შესაძლებლობას გვთავაზობს, რა თქმა უნდა, თქვენივე შექმნილი ნაკეთობა გამოწვის შემდეგ თქვენთანვე რჩება.

ღრმა ბავშვობაში, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გვიცდია საკუთარი ხელით სამკაულების აწყობა, ეს პროცესი ბევრი ჩვენგანისთვის ის განსაკუთრებული და ძვირფასი მოგონებაა ჩვენი წარსულიდან, რომელიც კომფორტის გრძნობასთან  ყველაზე მეტად ასოცირდება. დღეს უკვე შეგვიძლია ბავშვობაში შეძენილი უნარები დავხვეწოთ და ვერცხლითა და მდინარის მარგალიტებით შევქმნათ ულამაზესი სამკაულები, რომლებიც ჩვენში მცხოვრებ ბავშვს აუცილებლად მოგვრის ბედნიერებას. ვერცხლის სამკაულების დამზადება 1960.store-ის ვორქშოპებზეა შესაძლებელი.

სახლის დეკორის საკუთარი ხელით დამზადება კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება იქნება, რომელსაც თქვენს თავისუფალ დროს დაუთმობთ. თუ ფერადი ხალიჩები, ბალიშის პირები და სარკეები თქვენს ინტერიერს დაამშვენებს, მაშინ გირჩევთ carpeteria.georgia-ს ადევნოთ თვალი და მათ ვორქშოპების განრიგს დაელოდოთ, ეს გუნდი, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნამუშევრებს აერთიანებს.

ზევით