2024 Emmy Awards-ის წითელ ხალიჩას ბევრი გამორჩეული სტუმარი ჰყავდა. თუმცა, მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს დაჯილდოებების 75-ე ცერემონიის, ყველაზე გემოვნებიან სტუმართა სიაში მოხვედრა. ამ სიის ლიდერი ჩვენთვის მეგან ფეიჰი გახლდათ. White Lotus-ის მსახიობი Emmy-ზე სპეციალურად მისთვის შეკერილი, Armani-ის წითელი კაბით, Bulgari-ის სამკაულებითა და მარწყვისფერი ქერა თმით ვიხილეთ.
მართალია, მეგანის წითელი ხალიჩის ლუქი ერთ მთლიანობად იყო წარმოდგენილი, თუმცა გვერდს ვერ ავუვლიდით მსახიობის თმის ფერს, რომელიც სპეციალურად მისთვის Moroccanoil-ის ცნობილმა, სელებრითების ქოლორისტმა - მეთ რეზმა, Moroccanoil-ის პროფესიონალური საღებავების კოლექციის გამოყენებით შექმნა.
„მეგანს აქვს ძალიან ლამაზი ღია ფერის თმა, რომელსაც შრეებში ქერა შტრიხები დავუმატეთ. ქერა თმის უფრო თბილ ტონში გადაყვანა მოუხდა, როგორც მისი კანის ფერს, აგრეთვე თვალებსაც, რომლებიც თვალსაჩინოდ გამოიკვეთა”, - ამბობს მეთ რეზი. თავისი საფირმო Midlight ტექნიკის გამოყენებით, მეთმა მეგანის თმა სამ ფერსა და ტონში შეღება, შედეგად კი მიიღო ბუნებრივი გადასვლა და ქვედა ტონების ჰარმონიული ნაზავი.
დაიწყეთ თმის მელირება გამაღიავებელი Moroccanoil Blonde Voyage Powder-ითა და Moroccanoil 10 Volume დეველოპერით. სახისგან მოშორებული სექციები გააღიავეთ 8.5 დონემდე, ხოლო სახესთან ახლოს, თმის ზოლები და ბოლოები 9 (soft) დონეზე. Moroccanoil Blonde Voyage Powder უნივერსალური და მარტივად გამოსაყენებელი გამაღიავებელია, რომელსაც თმის 9 დონემდე გაღიავება ერთ წასმაზე შეუძლია.
Moroccanoil 10 Volume
Moroccanoil Color Rhapsody Clear
თმის შუალედური ფერის მისაღებად Moroccanoil Color Rhapsody Clear პერმანენტული საღებავის 30 გრამი Moroccanoil Grey Color Infusion-ისა და Moroccanoil 10 Volume დეველოპერის 3 გრამს შეურიეთ. Midlight, ანუ თმის შუალედური ფერი - ეს არის გარდამავალი ტონალობა თმის საწყის ფერსა და ჰაილათებს შორის. მათი შეღებვა უნდა დაასრულოთ მელირებულ ნაწილებთან ერთად და ორივე ერთსა და იმავე დროს ჩამოიბანოთ.
Dark Blonde Moroccanoil Color Calypso
Moroccanoil Grey Color Infusion
წაისვით თმის ძირების გლოსი: Dark Blonde Moroccanoil Color Calypso, ნახევრადპერმანენტული კრემ-საღებავის 20 გრამი, Moroccanoil Grey Color Infusion-ისა და Moroccanoil 5 Volume დეველოპერის 2 გრამს შეურიეთ. გაიჩერეთ მასა სახისგან მოშორებით, თმის ძირებზე 10 წუთით, რათა კარგად შეუხამოთ ის თმის დანარჩენ ნაწილს. ყველაზე გვიან დაიდეთ გლოსი თმის წინა ხაზზე, რათა ეს ნაწილი ყველაზე ღია გამოვიდეს.
წაისვით Moroccanoil Color Calypso Demi-Permanent გლოსები მთელ თმაზე. შეურიეთ 85 გრამი Moroccanoil Color Calypso Clear 28 გრამი 10.21 Moroccanoil Color Calypso Lightest Iridescent Ash Blonde-ს და 2 გრამ 8.4 Moroccanoil Color Calypso Light Copper Blonde-ს და გაიჩერეთ ჯამში 10 წუთის განმავლობაში. თმის შუა ნაწილი და ბოლოები 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
Moroccanoil-ის თმისა და სხეულის მოვლის პროდუქტები მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. საქართველოში, Moroccanoil-ის პროდუქციის პოვნა კი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ სალონებსა და Profbeuty.ge-ზეა შესაძლებელი.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ანგელოზებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. შოუ მრავალფეროვანი დიზაინები ვიხილეთ. პოდიუმზე გამოვიდა მატილდა გვარლიანი, რომელმაც ვარდისფერი და ცისფერი ლუქები მოირგო.
ნასტასია ლეგრან ბაბლუანი 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 12 მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა და ისეთი სახლების კოლექციები წარადგინა, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta თუ Ralph Lauren.