2020 წლიდან მოყოლებული აბრეშუმის შარფი ზაფხულის უცვლელი ტრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის აქსესუარი უკვე 2 წელია მოდურ ჟურნალებში, ცნობილების გარდერობებსა და სოციალურ მედიაში აქტიურად გვხვდება, მისი “მოდიდან გადასვლა” ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, უბრალოდ ყოველწლიურად შარფების გამოყენების ხრიკები სულ უფრო და უფრო იხვეწება. ამჯერად აბრეშუმის შარფის გამოყენების ტოპ 5 ხრიკს ქართულ ბრენდთან - “13 ვარ” ერთად გაგაცნობთ, რომელიც მომხმარებელს აბრეშუმის შარფებს გაცოცხლებული ძველი ქართული ორნამენტებით სთავაზობს.
"13 ვარ" - აბრეშუმის შარფები გაცოცხლებული ქართული ორნამენტებით
კლასიკა
აბრეშუმის შარფის გამოყენების ყველაზე პოპულარული მეთოდი კლასიკური, 60-იანი წლების სილუეტია, როდესაც შარფი თმას მთლიანად ფარავს და კისერზე იკვრება. ამ მეთოდის გამოყენება ყოველდღიურ Look-თან, თუ საცურაო კოსტიუმთან ერთნაირად წარმატებულად შეიძლება.
მეკობრე
ეს უკანასკნელი “მოდაში” რამდენიმე წლის წინ აგერ უკვე მერამდენედ შემოვიდა, რაც მეტწილად ცნობილი მოდელის - ბელა ჰადიდის დამსახურებაა. ეს სილუეტი უფრო ყოველდღიურ და ექსცენტრული Look-ებს უხდება.
ფრიალა კაბა
“13 ვარ” აბრეშუმის შარფებს სხვადასხვა ზომაში გვთავაზობს, ამიტომ მათი გამოყენება თავსაბურავად, მოსასხამად და მეტიც, კაბადაც შეიძლება. შარფის სანაპიროსთვის ფრიალა კაბად გარდაქმნა კი ძალიან მარტივად შეიძლება.
თუ ერთფეროვნება არ გიყვართ, პატარა ექსპერიმენტის ჩატარებაც არ გაწყენთ. თქვენი ნებისმიერი საცურაო კოსტიუმის კრეატიულად შეფუთვა აბრეშუმის შარფითაც შეიძლება. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სტანდარტულ, უღიმღამო ფორმებს ჰაეროვანი და პრიალა ქსოვილი ნამდვილად გამორჩეულად აქცევს.
მოსასხამი
სანაპიროზე, ან თუნდაც აუზზე ფერადი მოსასხამი ნამდვილი მისწრებაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი შეხამება იმავე სტილის თავსახვევთან შეგიძლია. “13 ვარ” კი იმის გარანტიაა, რომ გაცოცხლებული ქართული ორნამენტებით თქვენი საზღვაო Look-ი ნამდვილად გამორჩეული იქნება.
თუ მეტი გამორჩეულობისთვის შარფისთვის განსაკუთრებული დეტალის დამატება გსურთ, "13 ვარ" მომხმარებელს სახელობით შარფებსაც სთავაზობს, რაც მოდურ აქსესუარს კიდევ უფრო ინდივიდუალურს გახდის.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ანგელოზებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. შოუ მრავალფეროვანი დიზაინები ვიხილეთ. პოდიუმზე გამოვიდა მატილდა გვარლიანი, რომელმაც ვარდისფერი და ცისფერი ლუქები მოირგო.
ნასტასია ლეგრან ბაბლუანი 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 12 მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა და ისეთი სახლების კოლექციები წარადგინა, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta თუ Ralph Lauren.
ქართული ბრენდი CHRONOS ქართულ კულტურასა და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს. ხელნაკეთი სამკაულები სამი ათასწლეულის ისტორიის შთაგონებით იქმნება და ბრენდის ფილოსოფიას – ხასიათის, ხარისხისა და ემოციის ნაზავს გადმოსცემს.