#სილამაზე

10 საუკეთესო შრატი ჰიალურონის შემცველობით

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

კანის მოვლის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ჰიალურონის მჟავის შესახებ იცოდეთ. ინგრედიენტმა იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ დღეს უამრავ პროდუქტზე შეგვიძლია მისი სახელის ამოკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობა მხოლოდ ბოლო წლებში მოიპოვა, ჰიალურონის მჟავა, მისი სასწაულმოქმედი ძალების გამო, ათწლეულებია კანის მოვლის პროდუქტების განუყოფელი ნაწილია. ამჯერად ჩვენი გუნდი TOP 10 სახის შრატს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჰიალურონის მჟავაზეა დაფუძნებული. 

ორდინარი,სერუმი,შრატი,ჰიალურონის მჟავა,ordinary
The Ordinary | Hyaluronic Acid 2% + B5 - ჰიალურონის მჟავის შრატი

ყიდვა

 

პირველი Ordinary-ის ჰიალურონის შრატია, რომელიც მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი არა მარტო იმის გამო გახლავთ, რომ ბიუჯეტურია, არამედ იმიტომ, რომ ეფექტური შედეგის გარანტიას იძლევა. ცოტა ხნის წინ პროდუქტის შემადგენლობაც განაახლეს, შესაბამისად პროდუქტი უკვე ხუთ სხვადასხვა ჰიალურონის შრატს შეიცავს, სხვადასხვა მოლეკულური ზომებით, რომლებიც კანის სტრუქტურაზე უფრო სიღრმისეულად მოქმედებს. პროდუქტის ახალი ფორმულა ვიტამინ B5-თან ერთად, კერამიდებს შეიცავს, რომლებიც კანის ლიპიდურ ბარიერს აძლიერებს და სახის კანს ტენიანობას უნარჩუნებს.

dr. barbara sturm's serum,ჰიალურონის მჟავა,სახის შრატი
Dr. Barbara Sturm ჰიალურონის შრატი

ყიდვა

 

მიუხედავად მისი შედარებით მაღალი ფასისა, Dr. Barbara’s Sturms-ის ხაზის შრატი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო და გაყიდვად პროდუქტად რჩება. პროდუქტი სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავითაა შედგენილი და კანის ღრმა ფენებში საფუძვლიანი დატენიანებისთვის აღწევს. ფორმულა ასევე შეიცავს პურსლანს, ძლიერ ანტიოქსიდანტურ ნარევს, რომელიც გაღიზიანებული კანის დამშვიდებასა და სიწითლის გაქრობას უზრუნველყოფს. 

la roche posay,შრატი,სერუმი,ჰიალურონის მჟავა,კანის მოვლა,skincare
La Roche-Posay Hyalu B5 ჰიალურონის მჟავის სახის შრატი

ყიდვა

 

ჩვენს სიაში შემდეგი La Roche-posay-ის უცხიმო შრატი გახლავთ, რომელიც ჰიალურონის მჟავასა და ვიტამინ B5-ის ორ ფორმას შეიცავს. პროდუქტი დროთა განმავლობაში ხელს უწყობს მუქი ლაქების გაღიავებასა და კანის ერთ ფერში მოყვანას. ის ასევე შეიცავს ფრანგული ბრენდის საკუთრებაში მყოფ თერმულ წყაროს წყალს, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და ხელს უწყობს კანის დამშვიდებას. თერმული წყალი ასევე შესანიშნავია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.

vichy serum,სერუმი,შრატი,ვიში,კანის მოვლა,ჰიალურონის მჟავა
Vichy-მინერალური შრატი

ყიდვა

 

Vichy-ს უცხიმო, ულტრა-დამატენიანებელი შრატი ჰიალურონის მჟავითაა გაჯერებული და ასევე იყენებს ბრენდის საკუთრებაში არსებულ ვულკანურ წყალს, რომელიც მდიდარია მინერალებით. იგი ამშვიდებს კანს და აძლიერებს მის დამცავ ბარიერს. ის, რაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად უყვართ, არის გელის მსგავსი ტექსტურა, რომელიც სწრაფად შეიწოვება კანში, ნარჩენი პროდუქტის გარეშე. გელის სტრუქტურა ასევე საშუალებას გვაძლევს, გაზაფხულის თვეებში დამატენიანებელი ამ შრატით ჩავანაცვლოთ. 

the inkey list,serum,შრატი,ჰიალურონის მჟავა,ნიაცინამიდი
The Inkey List Niacinamide Oil Control Serum – ნიაცინამიდის შრატი, ჰიალურონით

ყიდვა

 

The Inkey list-ის ეს შრატი ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და ამავდროულად ეფექტურია. მსუბუქი, უცხიმო ფორმულა მყისიერად იწოვება კანში. ჰიალურონის მჟავა მარტივად და ღრმად აღწევს კანის შიდა ფენებში. ნიაცინამიდის შრატი ამცირებს სიწითლეს, ლაქებს, გამონაყარსა და პიგმენტაციას. 

შრატი,სერუმი,ჰიალურონის მჟავა,peter thomas roth serum
Peter Thomas Roth-Water Drench Hyaluronic Glow Serum

ყიდვა

 

იშვიათად გადაეყრებით შრატს, რომელსაც უფრო მაღალი ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცია აქვს, ვიდრე Peter Thomas Roth-ის ამ პროდუქტს. მდიდარი შედგენილობის რძიან შრატში 75%-იან ჰიალურონის მჟავას Hydrafence ემატება, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და 120 საათამდე გაძლიერებულ დატენიანებას უზრუნველყოფს. მის ფორმულაში ასევე კერამიდის კომპლექსი შედის. 

Oars Alps Serum,შრატი,ჰიალურონის მჟავა,სერუმი
Oars + Alps Anti Aging Vitamin C სახის შრატი

ყიდვა

 

Oars Alps-ის შრატი ჰიალურონის მჟავასთან ერთად 15%-იან ვიტამინ C-ს შეიცავს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც არა მხოლოდ იცავს კანს გარემოსა და თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, არამედ ებრძვის შავ ლაქებსა და კანის არათანაბარ შეფერილობას. 

cerave,serum,სერავე,შრატი,ჰიალურონის მჟავა
CeraVe-ჰიალურონის შრატი

ყიდვა

 

Cerave-ს შრატი ასევე ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. ის დამამშვიდებელ ვიტამინ B5-სა და სამ კერამიდს შეიცავს, რომლებიც კანის ბარიერის აღდგენას, გაძლიერებასა და დატენიანებას უწყობს ხელს. ისევე როგორც Cerave-ს ყველა პროდუქტი, შრატი დერმატოლოგების მიერაა ტესტირებული და უსაფრთხოა ყველა ტიპის, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის. 

შრატი,ჰიალურონის მჟავა,dr. dennis gross
Dr. Dennis Gross Hyaluronic Marine Hydration Booster

ყიდვა

 

ჰიალურონის მჟავისა და ანტიოქსიდანტების კომბინაცია Dr. Dennis Gross-ის ამ შრატში საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად ღრმა დატენიანებას, კანის გაძლიერებას და დაცვას უზრუნველყოფს. ის იმდენად ძლიერია, რომ დამატენიანებელი ეფექტი გამოყენებისთანავე ამკვრივებს კანს და სწრაფად აქრობს წვრილ ხაზებს. 

ჰიალურონის შრატი,სახის კანის მოვლა,Paula's Choice
Paula's Choice BOOST Hyaluronic Acid

ყიდვა

 

Paula's Choice-ის შრატი ერთგვარი გამაძლიერებლის როლს ასრულებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამოუკიდებლად, ისევე თქვენს საყვარელ დამატენიანებელში რამდენიმე წვეთის შერევით. ამით გაზრდით შრატის დამატენიანებელ ეფექტს. პროდუქტი ჰიალურონის მჟავასთან ერთად კერამიდებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის გაძლიერებას და პანთენოლს, რომელიც კანს ტენიანობასს უნარჩუნებს. ის მყისიერ გამკვრივების ეფექტს იძლევა და ნაოჭების ხაზებს თქვენს თვალწინ ამცირებს.

მგრძნობიარე, ალერგიული ან აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის შეიძლება უკეთესი იყოს მარტივი ფორმულის, ნაკლები ინგრედიენტის მქონე შრატი, რომელიც არ შეიცავს პარფიუმს.

hyaluronic acid serums,ჰიალურონის მჟავა,შრატი,სერუმი,კანის მოვლა

ჰიალურონის მჟავის გარდა, ზემოთგანხილული შრატები სხვადასხვა ვიტამინსა თუ კერამიდებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უაღრესად სასარგებლოა კანისთვის, მათ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია კანის ტიპის გათვალისწინება. მაგალითად, ვიტამინი C შავი ლაქების გაქრობაში გვეხმარება, თუმცა მარტივად აღიზიანებს მგრძნობიარე კანს. ჰიალურონის მჟავა მხოლოდ მცირე ნაწილია შრატის საერთო ფორმულისა. კანის მოვლის საშუალებებში გამოიყენება ალკოჰოლის, წყლის ან ზეთის საფუძვლები, რომლებსაც შემდეგ ემატება ინგრედიენტები. თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ უალკოჰოლო ფორმულების გამოყენებას, რადგან ალკოჰოლს კანის გამოშრობა შეუძლია. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, მოერიდეთ ზეთებს და წყალზე დაფუძნებული ფორმულა აარჩიეთ. 

ზევით