#ჯანმრთელობა

10 მარტივი ჩვევა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

გაზიარება:

კარგ ჩვევებზე ფიქრი, რომელსაც რეალურად შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მარტივია, უფრო ხშირად მისი განხორციელებაა რთული. „წარმატებული ადამიანები პირდაპირ მწვერვალზე არ ადიან, იქ ასასვლელად საჭიროდა ორიენტირებული მოქმედება, პიროვნული დისციპლინა და ბევრი ენერგია, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდეს“ - წერს ცნობილი ამერიკელი ავტორი ჯეკ კენფილდი. 

კარგი ჩვევების გამომუშავება და მიზნისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯები ყველაზე პროდუქტიული რამაა, რაც ამ კვირაში შეგიძლიათ გააკეთოთ, წარმოგიდგენთ 10 მარტივ ჩვევას, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

1. დილის რიტუალი

დილა პროდუქტიული და პოზიტიური დღის გასაღებია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შევქმნათ ჩვენი დილის რიტუალი, რომელიც იმთავითვე პიროვნული დისციპლინის გამომუშავებაში დაგვეხმარება. ზოგისთვის დილის საყვარელი აქტივობა სირბილია, ზოგისთვის იოგა, მედიტაცია ან სულაც ჯანსაღი საუზმე, აღმოაჩინეთ თქვენი საყვარელი საქმიანობა დილისთვის, შეადგინეთ პატარა, თუმცა სტრუქტურირებული დილის გეგმა და ძალიან მალე შეატყობთ, რომ ეს ერთი შეხედვით პატარა ჩვევა სტრესთან გამკლავებაში ყველაზე ეფექტურად დაგეხმარებათ.

2. დაიცავით 80/20 წესი

პარეტოს პრინციპი ან 80/20 წესი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, დავალებების 20% იძლევა შედეგის 80%-ს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად გაზარდოთ პროდუქტიულობა თქვენი დროისა და ენერგიის უმეტესი ნაწილის ინვესტიციით იმ კონკრეტულ ამოცანებზე, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ. მას შემდეგ რაც დაასრულებთ ამ ამოცანებს, შეგიძლიათ სხვა აქტივობებზეც ფოკუსირდეთ.

3. იკითხეთ ყველგან და ყოველთვის

წიგნების კითხვა ცოდნის მიღებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარების შესანიშნავი საშუალებაა. კითხვის პროცესი ასევე აუმჯობესებს თქვენი კონცენტრირების უნარს და აქვს ისეთივე დამამშვიდებელი ეფექტი, როგორც მედიტაციას. წიგნები შესანიშნავი საშუალებაა ჰორიზონტის გასაფართოებლად, ახალი იდეების გასავითარებლად და მოტივაციის საძიებლად. დღის განმავლობაში, აუცილებლად გამოძებნეთ სულ მცირე 20 წუთი, რათა თქვენი საკითხავი ლიტერატურა სასურველი მიზნისთვის გამოიყენოთ.

4. დაალაგეთ თქვენი საქმეები პრიორიტეტის მიხედვით

დედამიწაზე, ადამიანების მხოლოდ 2%-ს შესწევს იმის უნარი, რომ ერთდროულად მრავალი დავალება შეასრულოს, თუ ამ 2%-ს მიეკუთვნებით, გილოცავთ, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თუ დანარჩენი 98%-ის შემადგენლობაში მოიაზრებით, რომლებიც ხშირად რამდენიმე საქმის ერთად კეთებას აიძულებენ საკუთარ თავს, მაშინ დროა ეს გამოვასწოროთ. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, რამდენიმე დავალებაზე ერთად გადაჭრას მაინც ვერ მოვახერხებთ, მეტიც, სხვადასხვა საქმეზე კონცენტრირების სურვილი ზღუდავს ჩვენს ყურადღებას, ამცირებს ეფექტურობას და შესაძლოა შეაფერხოს ჩვენი კოგნიტური კონტროლიც კი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით განვსაზღვროთ და ისინი თანმიმდევრობით შევასრულოთ.

5. ისწავლეთ მეტად დაფასება

ფრანგმა რომანისტმა ჟან-ბატისტ ალფონს კარმა ერთხელ თქვა: „ჩვენ შეგვიძლია უკმაყოფილება გამოვთქვათ იმის გამო რომ ვარდის ბუჩქებს ეკლები აქვთ, ან დავტკბეთ იმ ფაქტით, რომ ეკლებს აქვთ ვარდები“. მადლიერების პრაქტიკა შესანიშნავი გზაა პოზიტივის შესაქმნელად, სტრესის შესამცირებლად და ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. როგორ შეგიძლიათ განავითაროთ ეს ჯანსაღი ჩვევა? დაიწყეთ მადლიერების ჟურნალით, დაუთმეთ დრო თქვენი საყვარელი ადამიანების დასაფასებლად და შეახსენეთ საკუთარ თავს მინიმუმ ერთი რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ ყოველდღე ძილის წინ. რაც უფრო მეტად დააფასებთ ცხოვრების პატარა სიხარულს, მით უფრო ბედნიერი იქნებით.

6. შემოიკრიბეთ პოზიტიური ადამიანები

„თქვენ ხართ იმ ხუთი ადამიანის საშუალო მაჩვენებელი, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ“ - თქვა ამერიკელმა მწერალმა ჯიმ რონმა. სწორედ ამიტომ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ადამიანები, ვისთან ერთადაც ატარებთ დროს. უარი თქვით ურთიერთობებზე, რომლებიც დაგამცირებთ. და იყავით იმ ადამიანებთან, რომლებმაც იციან როგორ გაიზიარონ ბედნიერება. ვინაიდან ბედნიერება გადამდებია, ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა პოზიტივის შესაქმნელად თქვენს ცხოვრებაში.

7. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის

თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარდა, რეგულარულად ვარჯიში ზრდის შემოქმედებითობას და აძლიერებს თქვენს შემეცნებით უნარებს. ის ასევე ენერგიის აღდგენის ეფექტური საშუალებაა. ვარჯიშის დროს დიდი დოზით გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი, რომელიც ბუნებრივი ანტიდეპრესანტივით მოქმედებენ. კიდევ გჭირდებათ მეტი საბაბი სპორტდარბაზში მოსახვედრად?

8. დაეუფლეთ მოსმენის ხელოვნებას

როდესაც საქმე ეხება პირადი და პროფესიული ურთიერთობების განვითარებას ეხება, ეფექტური კომუნიკაცია, მათ შორის მოსმენა, უმნიშვნელოვანესია.ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც სხვები ამბობენ, ეს დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ ადამიანებს და ახალი პერსპექტივებიც კი დაინახოთ. ნუ ეცდებით საუბრის მონოპოლიზებას ან ყურადღების გაყალბებას, გულისყურით მოუსმინეთ ადამიანებს და არავერბალურ ნიშნებსაც დააკვირდით.

9. სოციალური მედიისგან დეტოქსიკაცია

ციფრულმა სამყარომ დაიპყრო ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი. საშუალოდ ადამიანს აქვს ხუთი სოციალური მედიის ანგარიში და ყოველ დღე მინიმუმ 1 საათსა და 40 წუთს ხარჯავს სოციალური მედიის შემოწმებაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებთ სოციალურ მედიაში, მით უფრო მაღალია დეპრესიის განვითარების ალბათობა. დაუთმეთ დრო სოციალური მედიის შემცირებას სტრესისა და გონებრივი არეულობის შესამცირებლად. გამორთეთ ტელეფონი და ლეპტოპი ყოველდღე რამდენიმე საათით, რათა გააუმჯობესოთ განწყობა და დაუკავშირდეთ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს.

10. ინვესტიცია ჩადეთ თავის მოვლაში

გააკეთეთ მინიმუმ ერთი რამ ყოველდღე, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ: მოუსმინეთ მუსიკას, დაეუფლეთ ახალ უნარებს, მიიღეთ ხანგრძლივი სურნელოვანი აბაზანა ან მოამზადეთ გემრიელი საკვები, განტვირთვისთვის გაღებულმა დრომ შესაძლოა იმაზე დადებითად იმოქმედოს თქვენს განწყობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე, ვიდრე წარმოიდგენდით.

ზევით