#ტექნოლოგიები

10 ავტომობილი, რომლის გამოსვლასაც 2024 წელს ველოდებით

გაზიარება:

2024 წლის ახალი ავტომობილების ანონსზე თვალის შევლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ წინ უნიკალური მანქანების ნამდვილი ცვენა გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მთელი ყურადღება მზის ენერგიაზე მომუშავე და მფრინავმა მანქანებმა მიითვისეს, ამერიკულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი ელექტრო ავტომობილები გახლდათ.

სავსებით ლოგიკურია, რომ 2024 წელს საუკეთესო მანქანების ჩამონათვალში, მოწინავე ადგილს ელექტრო მობილები იკავებენ. წარმოგიდგენთ 10 ავტომობილს, რომლის გამოსვლასაც ამ წელს განსაკუთრებულად ველით.

Mercedes CLA

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

Mercedes-ის ფუფუნების გამოძახილი, ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენას თავისი უნიკალური მონაცემებით აგრძელებს. აეროდინამიკური სტილით გამორჩეული, ფუტურისტული ავტომანქანა $49,000-ად შეფასდა.

BMW i8 (Vision Next Concept)

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

BMW-ს ეს დაბალი, ორადგილიანი სუპერმანქანა, ჯორჯეტო ჯუჯაროს 1970-იანი წლების ბრწყინვალე M1-ის დიზაინითაა შთაგონებული. ეს გახლავთ plug-in ჰიბრიდული ავტომანქანა, რომელიც ტურბოდამუხტულ ოთხცილინდრიან ძრავას და ჰიბრიდულ სისტემას აერთიანებს, მისი ფუტურისტული ვიზუალი კი სუპერმანქანის თანამედროვე სალონით ხასიათდება. BMW i8-ის ღირებულება, დაახლოებით $160,000 შეადგენს.

Range Rover EV

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

ავტომობილი, რომლის გამოსვლასაც ავტო მოყვარულები 2022 წლიდან ელოდებოდნენ, თითქმის აქ არის. Range Rover-ის ახალი მოდელი მომხმარებელზე მორგებული ინტერიერით, ფუნქციურობითა და რაც მთავარია, დახვეწილი ელემენტებით გამოირჩევა. მანქანის ღირებულება $120000 იქნება.

Maserati GranTurismo Folgore

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

მაზერატი სამყაროსთვის გაზზე მომუშავე უხეში ძრავებითაა ცნობილი, თუმცა ბრენდმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის  ნავთობის წვას შეწყვეტს. მისი ეფექტურობის რეალური გამოცდა სწორედ ამ ელექტროძრავის მქონდე კუპეთი დაიწყება. მანქანის მოსალოდნელი ღირებულება $215000-ია.

Acura ZDX Type S

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

მართალია, Honda-ს ძვირადღირებული ბრენდის მანქანები ჰიბრიდულ ბაზარზე 2010 წლიდან გამოჩნდა, თუმცა 2024 წელს Acura-ს პირველი სრულად ელექტრო მანქანის დებიუტის მომსწრენი გავხდებით. 500 ცხენის ძალის, ორძრავიანი ავტომობილის ღირებულება დაახლოებით $70000 შეადგენს.

Audi SQ8 E-tron Sportback

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

გამორჩეული, დახრილი სახურავის დიზაინით, Audi SQ8 Sportback e-tron სრულად ელექტრო SUV გახლავთ, რომელიც ერთდროულად სპორტული და დინამიკური მანქანაა. ის Audi-ის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის სტანდარტით შექმნილი ავტომობილის ღირებულება $90,995 იქნება.

Jeep Recon

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

Jeep წელს ორი ელექტრომანქანით გაგვანებივრებს. მიუხედავად იმისა, რომ Wagoneer EV უფრო დახვეწილ დიზაინს გვპირდება, ჩვენი ყურადღება დღეს მაინც Recon-ს დაეთმობა, რომელიც საოცრად ტრანსფორმაციული დიზაინით და ყველგან მავალი ოთხბორბლიანი სისტემით გამოირჩევა. მანქანის ღირებულება $60000 შეადგენს.

Polestar 5

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

Volvo-ს ულამაზესი EV მოდელი მნახველის მონუსხვას გლუვი, ხუთკარიანი ჰეჩბეკით განაგრძობს. ძვირადღირებული სედანი, რომელიც 2020 წლის განსაცვიფრებელ Polestar Precept კონცეფციაზეა დაფუძნებული, მიზნად თანამედროვე EV შეთავაზებების ფართო სპექტრის შემოთავაზებას ისახავს. მოდელის ღირებულება $100,000 შეადგენს.

Toyota BZ4X

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტა ათწლეულების განმავლობაში ლიდერობდა პოპულარული ჰიბრიდული ბენზინის/ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვებში, მას ამ დრომდე არ გამოუშვია სრულად ელექტრო მანქანა. საშუალო ზომის ელექტრო SUV-ს არ აქვს უდიდესი დიაპაზონი, ან ინტერიერის სივრცე, თუმცა ის Toyota-ს საიმედოობის რეპუტაციის გაგრძელებას წარმოადგენს. მანქანის ღირებულება $45,000 იქნება.

Lexus GX Hybrid

ელექტრომანქანა, ავტომობილი, სუპერმანქანა

Lexus-ის GX დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ყველგან მავალ ავტომბილს წარმოადგენს. ბრენდის ამ სრულიად ახალ მოდელს კი ახალი, მტკიცე სტილი აქვს, რომელიც ქვიშაში, ხრეშში, ტალახსა და სხვა რთულ რელიეფზე გავლის შესაძლებლობას იძლევა. მანქანის მოსალოდნელი ღირებულებაა $64,250.

ზევით