მაია დარსმელიძე, ქართული როკის ღირსეული წარმომადგენელი, ახალი სიმღერით გვიბრუნდება. არტისტი თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და არც ახალი კლიპი გახლავთ განსხვავებული.
"საკუთარი სიმართლე უნდა გქონდეს და ცოტა მეამბოხე უნდა იყო!"
მაოს მუსიკა სულის ამბოხია და მის სიმღერებში მომღერლის მსოფლმხედველობა ყველაზე კარგად ჩანს. ახალ კლიპში, რომელიც მსმენელს მაია დარსმელიძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ შესთავაზე, ტკივილი, შეძახილი, მოწოდება გამოფხიზლებისკენ - ყველაფერი ერთადაა გაერთიანებული.
სოციალურ ქსელში მაოს ახალ სიმღერას ქალების დიდი მხარდაჭერა მოჰყვა, და არამხოლოდ, ზოგადად იმ ადამიანების, ვისაც საქართველოში გენდერული საკითხების სიმწვავე ადარდებს. ყველა სფეროში უნდა გვყავდეს ქალი თუ კაცი, რომლებიც რიგ-რიგობით გაანადგურებენ იმ სტერეოტიპებს რომ ქალი უთქმელი და ჩაგრული არსებაა. არა, ასე არ არის!
მაოს ახალი სიმღერა ხმის ამაღლება კი არადა "კივილია" ფემიციდზე. ის კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. სულ რამდენიმე დღის წინ გააუქმა პარლამენტმა გენდერული კვოტირების კანონი. და ამ დროს, საქართველოს ყოველ მეოთხე ქალს ერთი სახის ძალადობა მაინც გამოუცდია ცხოვრების მანძილზე. ახალი კლიპითა და მისი შემოქმედებით მაია დარსმელიძე ამტკიცებს, რომ ის ქალების ხმის ღირსეული წარმომადგენელია. ამას კი სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიც ადასტურებს.
"მხოლოდ იმას არ მოეწონება, ვინც სიმართლეს საბნის ქვეშ ემალება"; "ხელოვნება არის ის რაც რჩება! რეალობის ასახვა კი არის ფუნდამენტური, მადლობა";
FU(ფუ) ასე ჰქვია სიმღერას, თუ ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ, რას ელოდებით! თავად შეაფასეთ მაოს comeback-ი.
11 მაისს, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 2010 წლიდან არსებობს და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ახალი ღვინის, მარნებისა და გემოების აღმოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო დღეს წარმოადგენს.
სულ რამდენიმე დღეში, თბილისი ხელოვნებისა და კულტურის დღესასწაულს უმასპინძლებს. კულტურის კვირეულის ფარგლებში, Factory თბილისში, მსოფლიოს ხელოვანები მოიყრიან თავს. მზადება ახლაც მიმდინარეობს. დღეს კი, The Diary კვირეულის ყველა ღონისძიებაზე მოგიყვებათ.
თბილისი არენა, 23 მაისს AKON-ის მსმენელებით გაივსება! ჰიპ-ჰოპის ჟანრის გამორჩეული მომღერალი, ევროპის ტურის შემდეგ საქართველოს დედაქალაქსაც ეწვევა. მოძებნეთ კარადაში ჩაკარგული 2000იანების სტილის ტანსაცმელი, რადგან Akon-ის ცნობილი ჰიტები ამ დროში გადასასვლელად პორტალს გახსნის!