მთაწმინდის პარკში "ახალი ღვინის ფესტივალი 2024" გაიმართება

მთაწმინდის პარკში ტრადიციულად, "ახალი ღვინის ფესტივალი" მაისის მეორე შაბათს ჩატარდება. 11 მაისს, 11-იდან, საღამოს 6 საათამდე პარკში მისულ ღვინის მოყვარულებს, 100-ზე მეტი ღვინის კომპანიისა და საოჯახო მარნის ღვინოების გასინჯვა შეეძლებათ. ღვინის მწარმოებლებთან ერთად, ფესტივალზე 13 მცირე მეწარმე, ღვინის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებით მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ევროპული და ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ჯიშის ღვინოები. ამ შაბათს, შეგეძლებათ საქართველოს ყველა კუთხის უნიკალური გემოები დააგემოვნოთ. 2010 წლიდან საქართველოს “ღვინის კლუბის” მიერ ორგანიზებული ფესტივალი საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ახალი მარნების პოპულარიზაციისთვის იდეალური საშუალებაა. ფესტივალზე იქნებიან ქალი მეღვინეებიც.

ქართული ღვინო "მართალი ღვინო"

წლების განმავლობაში, ეს ფესტივალი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის იდეალური დასტურია, ყოველ წლიურად უფრო მეტი და მეტი ახალი მეურნეობა და მარანი ჩნდება. ეს ფესტივალი იმითაა გამორჩეულია, რომ ღვინის დიდ კომპანიებთან ერთად, პატარა, საოჯახო მარნებსაც ეძლევათ საშუალება, თავიანთი ნამუშევარი ფართო საზოგადოებას წარუდგინონ. ფესტივალის სახელში, “ახალი ღვინო” კი იგულისხმება, რომ ფესტივალზე 2023 წელს დაწურული ღვინოები იქნება წარმოდგენილი, სწორედ ეს არის მთავარი კრიტერიუმი.

ეს ფესტივალი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის იდეალური დასტურია.

საოჯახო მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან წარმოდგენილი. თბილისიდან 7 მარანი, კახეთიდან 26, ქართლიდან 11, იმერეთიდან 8, რაჭა-ლექჩხუმიდან 3, გურიიდან 2, სამეგრელოდან 5, ხოლო აჭარიდან 1 მარანი. ქართული ჯიშებიდან კი დააგემოვნებთ ქისს, ცოლიკოურს, რქაწითელს, ოჯალეშის, საფერავს და სხვა. ფესტივალს ბევრი პარტნიორი ჰყავს, მათ შორისაა ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი”, ფონდი "კარდანო", ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის ბარი „Wasserstrasse“, ვებ-გვერდი “მარანი”, მთაწმინდის პარკი და findwines.ge.

ქართული ღვინო "ვინივერია"

ფესტივალის მიზანი, გარდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის რესტორნები და მოყვარულებიც დაესწრებიან. რამდენიმე წელია საქართველოში, სწორედ ამ ფესტივალისთვის მსოფლიოს ღვინის სახელოვანი მაგისტრები, სომელიეები და იმპორტიორები ჩამოდიან. ფესტივალზე ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, კარგი მუსიკა და გათამაშებებიც გელით. გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა პროდუქტები. 

ზევით