#მოდა

თათია ახალაია Stéphane Rolland-ის Haute Couture ჩვენებაზე ვიხილეთ

გაზიარება:

თათია ახალაია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამოჩნდა. ქართველი მოდელი 25 იანვარს Stéphane Rolland-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა და ფრანგი დიზაინერის Haute Couture კოლექციიდან ორი ლუქი მოირგო. ფრანგული მოდისთვის დამახასიათებელი დელიკატური სითამამე, თავდაჯერებულობა, სენსიტიურობა და გრაცია - Stéphane Rolland-ის ჩვენებას ყველაფერი ჰქონდა, რასაც პარიზის მაღალი მოდისგან მოველით. 

ვცდილობ არასდროს დავკარგო ჩემი თავი, ვიყო ინდივიდუალური და საინტერესო. არასდროს ვიძაბები და ვნერვიულობ იმაზე, რაც ჩემზე დამოკიდებული არ არის - თათია ახალაია

თათია ახალაია ქართველებისთვის, მოდის სამყაროში სიამაყის პირველი საბაბი გახლდათ, გოგონამ, რომლისთვისაც მოდელობა ოცნება არასოდეს ყოფილა, შეძლო და პირადად გაიცნო დოლჩე და გაბანა, რასაკვირველია გამოვიდა მათ ჩვენებებში, მონაწილეობა მიიღო პარიზულ, მილანურ თუ ნიუ-იორკულ მოდის კვირეულებში და თავი საოცარი ქარიზმატულობით, ინდივიდუალიზმითა და პირდაპირობით დაგვამახსოვრა. 

ზევით