თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
ირინა შეიკმა კიდევ ერთი საკულტო ჩაცმულობა დააბრუნა - ნიუ-იორკის ქუჩებში სუპერმოდელი ფილმ Clueless-ით შთაგონებული 90-იანების კლასიკით გამოჩნდა და ქალიშვილთან ერთად სეირნობისას Vivienne Westwood-ის კუბოკრული პიჯაკი და ქვედაბოლო მოირგო.
Vivienne Westwood-ის იასამნისფერ ორეულს, ირინა შეიკმა Magda Butrym-ის მაღალყელიანი შავი ჩექმები, ამავე ფერის მინი ხელჩანთა, პირბადე და სათვალეები შეუხამა.
ფილმ Clueless-ში, შერ ჰოროვიცის ყვითელი ორეული დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და მოდურ ორეულად კინოსამყაროს ისტორიაში. მიუხედავად, ფილმის გამოსვლიდან გასული ათწლეულებისა, დროდადრო ცნობილი ადამიანები მაინც გვახსენებენ ამ ერთი შეხედვით მარტივსა და სადა ჩაცმულობას გენიალური შტრიხებით.
DRUNKEN TAILOR JACKET TARTAN
SUMMER KILT TARTAN
Black Tall Combat Boots