#კინო

Euphoria-ს მსახიობი ანგუს კლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაზიარება:

ანგუს კლაუდი, ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც მაყურებელს თავი HBO-ს დრამა Euphoria-დან შეგვაყვარა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა, განცხადებას ანგუსის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

„დღეს, უმძიმესი გულით უნდა დავემშვიდობებოდით წარმოუდგენელ ადამიანს. როგორც მხატვარი, მეგობარი, ძმა და შვილი, ანგუსი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული იყო. გასულ კვირას მან დაკრძალა მამა და ინტენსიურად ებრძოდა ამ დანაკარგს. ერთადერთი კომფორტი, რაც ჩვენ გვაქვს, არის იმის ცოდნა, რომ ანგუსი ახლა კვლავ გაერთიანდა მამასთან, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ანგუსმა ღიად ისაუბრა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ბრძოლაზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი გარდაცვალება შეიძლება იყოს შეხსენება სხვებისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან და არ უნდა ებრძოლონ ამას ჩუმად“, - წერენ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახის წევრები.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მას იუმორით, სიცილითა და სიყვარულით დაამახსოვრებს”, - დასძინა მისმა ოჯახმა. „ჩვენ ვითხოვთ კონფიდენციალურობას ამ დროს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვამუშავებთ ამ დამანგრეველ დანაკარგს.”

ანგუს კლაუდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

როდესაც 2019 წელს, Euphoria ეკრანებზე გამოჩნდა, კლაუდს არც კი წარმოედგინა, რომ მისი როლი ამხელა წარმატებას მოუტანდა. „ჩემსა და მათ შორის ვინც ცნობილია განსხვავება ისაა, რომ ისინი ცდილობდნენ გამხდარიყვნენ ცნობილები, თითოეული მათგანი ბევრს მუშაობდა, რათა მწვერვალზე ასულიყო. მე კი წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასე შორს წავიდოდი” - განაცხადა ანგუსმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ Euphoria-ს ახალი სეზონის გადაღებები ჯერაც არ დაწყებულა, უკვე ვხვდებით როგორ დასრულდა მაყურებლების და ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟის ფეზის ისტორია სერიალში, მისი ადგილი სამუდამოდ ცარიელი დარჩება ლექსის სპექტაკლის აუდიტორიაში. 

ზევით