#მოდა

ეთო მიგრიაული REBEL MAGAZINE-სთვის

გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაული COVID 19-ის ფონზეც აქტიურად აგრძელებს სამოდელო კარიერაში ახალი ნაბიჯების გადადგმას, ELLE- გარეკანის დამშვენების და საშემოდგომო ედითორიალში გამოჩენის შემდეგ, ეთო Rebel Magazine-სთვის პოზირებს. 

ახალ ედითორიალში, ეთო მიგრიაულმა ფოტოგრაფ ლორენცო ფორმიკოლას ობიექტივში როკ ვარსკვლავის იმიჯი მოირგო და ისეთი ბრენდების სამოსში იპოზიორა, როგორებიცაა Quelledue, FLO, Rosamund, L.R.P. Atelier Jen და Zemzem Atelier.

სახასიათო გარეგნობის და მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებით ეთომ მოახერხა და არა ერთი აღიარებული ბრენდის სახე გახდა, გავლენიანი გამოცემის ყდის დამშვენება კი მისი კარიერულ პორტფოლიოში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ეთო მიგრიაულის დედა სააგენტოდ Geomodels Agency გვევლინება, უკვე რამდენიმე წელია ეთო საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატებულად მოღვაწეობს და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Gucci, Valentino, Fendi, Emillio Pucci თუ David Koma.

ზევით