#ცნობილები

ბილ გეითსის ქალიშვილი - ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა

გაზიარება:

ჯენიფერ გეითსი, Microsoft-ის თანადამფუძნებლის და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსის ქალიშვილი, ეგვიპტელ ნეიელ ნასარზე დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული ქორწილის მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო, ჯენიფერმა და ნასარმა საქორწინო ცერემონია მოკრძალებულად ჩაატარეს, საყვარელი ადამიანებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.

ულამაზესმა პატარძალმა Vera Wang Haute-ის სადედოფლო კაბა მოირგო, მაქმანებით, გრძელი სახელოებითა და ფრანგული მაქრამის დეტალებით. ჯენიფერმა დღის მეორე ნახევარში დიდებული საპატარძლო კაბიდან არჩევანი უფრო თავისუფალ კაბაზე შეაჩერა, რომელიც აგრეთვე  Vera Wang-ის ქმნილება გახდათ. რაც შეეხება ნასარს, მას კლასიკური შავი კოსტუმი ამშვენებდა.

შეუძლებელია სიტყვებით აღვწერო, რამდენად ბედნიერი ვარ თქვენი ქორწინებით. ძალიან ამაყი ვარ თქვენით, იმით რასაც მიაღწიეთ და კიდევ რასაც მიაღწევთ ცხოვრებაში ერთად - დაწერა ბილ გეითსმა

საქორწინო ლოკაციად Westchester County, North Salem-ის ფერმა შეირჩა, ცერემონია ღია ცის ქვეშ გაიმართა, ჯენიფერისა და ნასარის სტუმრები კი ადგილს ყვავილებით გარემოცულ სკამებზე იკავებდნენ. დიდებული დღის ზეიმი ღამე გაგრძელდა, 6-სართულიანი საქორწინო ტორტისა და სასმელების თანხლებით.

ზევით