#ცნობილები #მუსიკა #სილამაზე

ბიონსე 40 წლისაა და საკუთარი თავის სიყვარულს მხოლოდ ახლა სწავლობს

გაზიარება:

ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი ბიონსე ჯისელ კარტერი, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც ბიონსე დღეს 40 წლის გახდა და ამ სიმბოლური თარიღის, ცხოვრებისეული ცვლილებების, ქალიშვილის აღზრდისა და საკუთარ თავზე ზრუნვის შესახებ საჯაროდ Harper's Bazaar-თან ალაპარაკდა. 

ბიონსემ ამერიკული გამოცემის სექტემბრის თვის გარეკანი დაამშვენა და კემპბელ ედის ობიექტივში Valentino-სა და Gucci-ს სამოსი და Tiffany & Co-ს სამკაულები მოირგო.

„საკუთარი თავი პრიორიტეტთა სიაში თითქმის არ მყავდა“ - განაცხადა მომღერალმა, „საკუთარი სხეულის მოსმენას და მასზე ზრუნვას მხოლოდ ახლა ვიწყებ“. მომღერლის თქმით, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე ცეკვამ, მძიმე მაკიაჟმა და თმის საშუალებებმა მომღერლისგან მთელი მისი ჯანმრთელობა წაიღეს, რომლის დაბრუნებასაც ბიონსე ახლა ცდილობს და საკუთარ თავზე ზრუნვას ქალიშვილსაც ასწავლის.

მიხარია, რომ ჩემს ქალიშვილს ჩემი რიტუალების სახით მაგალითი ექნება, დედობის ყველაზე გასაოცარი მომენტი მაშინ მქონდა, როდესაც ბლუ აბაზანაში ნებივრობის დროს აღმოვაჩინე, ის დროს საკუთარ თავს უთმობდა.

40 წლის მოახლოებას ბიონსე თავიდანვე დიდი  იმედით ხვდებოდა: „მინდა, რომ იმდენი თავისუფლება და მხიარულება მქონდეს, რაც ახლა მაქვს. თუმცა, გარდა ამისა, მინდა ჩემი ცხოვრების ის ასპექტებიც აღმოვაჩინო, რომლისთვისაც დრო არასდროს მქონდა. მინდა ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად გავატარო დრო, ვიმოგზაურო მუშაობის გარეშე. მსურს, რომ ეს ათწლეული ბედნიერების და სიყვარულის პერიოდი იყოს“.

ზევით