#მოდა

Y2K მოდა: მილენიალების ღამის კოშმარი Gen Z-ის საყვარელ სილუეტებად იქცა

გაზიარება:

ხავერდის ორეულები მბზინავი წარწერებით, დაბალწელიანი შარვლები, მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმელები, ჯინსის ქურთუკები და დიდი ზომის თმის სამაგრები - ადრეული 2000-იანი წლების მოდა დაბრუნდა და ჩვენ მას Y2K მოდას ვუწოდებთ! წარსული ეპოქის საუკეთესო (ცხადია ვისთვის როგორ) ტრენდები და თანამედროვე შტრიხები ერთად ქმნიან ტანდემს, რომელიც Gen Z-სთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, სანამ მილენიალები თვალებზე ხელაფარებული დავდივართ ტანსაცმლის განყოფილებაში და მთელი ძალით ვცდილობთ წარსულის გადმონაშთს თვალი ავარიდოთ.

მოდის მარადიული ბრუნვის ტრადიციაზე, მოდის ექსპერტებს ერთი ლაკონიური დასკვნა აქვთ: ჩვენ ჩვევის არსებები ვართ, ყველას გვჩვევია წარსულზე მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მოდას ეხება. „ადრე უკეთესი იყო“ პათოსით ახალგაზრდა თაობამ უკან დააბრუნა 00-იანების მოდა, 80-იანების ექსტრავაგანტურობით და ახალი ათწლეულის ფუტურისტული დელირიუმით. 

2000-იანი წლების დასაწყისი, ამჟამინდელი პოპ ვარსკვლავების, მათ შორის ჯეილოს, შაკირასა და ბიონსეს სტილის ფორმირების პერიოდს წარმოადგენდა, ის რაც ცნობილ მომღერლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, წითელ ხალიჩებზე თუ მუსიკალურ კლიპებში ეცვათ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ათწლეულის მოდას. დღეს, წარმოგიდგენთ მუსიკალურ კლიპებს, რომლებიც თანამედროვე მოდის ტენდენციების ნამდვილ ინსპირაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Juicy Couture Velour ორეული

თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესის ხავერდის ორეული მუსიკალურ კლიპში I'm Real, Juicy Couture Velour-ის სპორტული ორეული გახლდათ, რომელიც 2000-იანების დასაწყისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. Juicy-ს მბზინავი სპორტულები ეცვა 00-იანების ყველა IT გოგოს, დაწყებული ბრიტნი სპირსით - პერის ჰილტონით დამთავრებული.

Juicy Couture Velour Track Pant

ყიდვა

საკულტო ლოგოები

სპორტული ორეულების კიდევ ერთი ნაირსახეობა, ამჯერად Adidas-სგან, რომელიც საკულტო ზოლებითა და ლოგოებით პოპულარობას იბრუნებს.

Adidas double high-waisted track pants

ყიდვა

სამხედრო ფორმის მოდერნიზაცია

სამხედრო ტანსაცმლის შთაგონება Y2K-ის კიდევ ერთი გამოძახილი იყო, რომელსაც Destinys Child-ის წევრობისას ბიონსეც იდეალურად ირგებდა.

Gcds Hentai jacquard-pattern shirt jacket

ყიდვა

განუმეორებელი CARGO შარვლები

დაბალწელიან ფერად cargo შარვლებზე რას იტყვით? ეს სტილი Gen Z-ის ერთ-ერთ საყვარელ სილუეტად მიიჩნევა და მისი ტარებაც ახლა ტრენდულად ითვლება, როგორი ბრაზითაც არ უნდა უყურებდნენ ამ დაბრუნებას მილენიალები.

BURGUNDY PARACHUTE CARGO PANTS

ყიდვა

მრავალფეროვანი აქსესუარები

2000-იანი წლების ნამდვილი მეამბოხე ავრილ ლავინი, თავისი თავისუფალი სტილის გავლენით, ვარდისფერი მელირებითა და დახუნძლული აქსესუარებით, არა ერთი თინეიჯერისთვის იქცა ინსპირაციად როგორც მაშინ, ისე ახლა.

Saint Laurent - Leather eyelet belt

ყიდვა

ზევით